ქალბატონები მზრუნველობას არ აკლებენ სახის, ყელისა და მკერდის ზონას. იყენებენ უამრავ საშუალებას, რათა თავი დააღწიონ აბეზარ ნაოჭებს და ცდილობენ, რაც შეიძლება დიდი ხნით შეინარჩუნონ ახალგაზრდობა და სილამაზე.
ქალბატონებო, გირჩევთ, არ გადაიხადოთ ზედმეტი ძვირადღირებულ საშუალებებში, გამოიყენეთ საოცრად ეფექტური ბუნებრივი საშუალებები და იზრუნეთ თვენს სილამაზეზე.
სტატიაში შემოგთავაზებთ კუპრის საპნის უძლიერესი ნიღაბის რეცეპტს
- კუპრის საპნის 1/8 გახეხეთ, თანდათან დაამატეთ წყალი და კარგად ათქვიფეთ.
- მიღებული ქაფი წაისვით სახეზე, მოერიდეთ თვალის გარშემო ადგილებს, ყელზე და მკერდზე.
- დაიტოვეთ სანამ კარგად არ გაშრება, არ ჩამოიბანოთ, დაიტანეთ მეორე ფენა და დააყოვნეთ გაშრობამდე.
- კანი მოგეჭიმებათ.
- ჩამოიბანეთ თბილი წყლით, შემდეგ კი ცივით, სახეზე წაისვით დამატენიანებელი მალამო.
თუ კანი გამომშრალია და მიდრეკილი ხართ გამონაყარისადმი, მაშინ ნიღაბს დაამატეთ 1 ს. კ. არაჟანი ან ნაღები.
სანამ გამოიყენებთ ნიღაბს, გაიკეთეთ სინჯი. იდაყვის შიგნით ნაწილზე წაისვით მომზადებული საშუალება და კანს დააკვირდით. თუ სიწითლეს შეამჩნევთ, ეს იგრედიენტი ნიღბებისთვის არ გამოიყენოთ.