როგორ გავითეთროთ ემალი, დავამარცხოთ ღრძილების ანთება და მოვიშოროთ კბილის ქვა

ცუდი ჰიგიენა, კბილების არარეგულარული გამოხეხვა, სტომატოლოგთან იშვიათი ვიზიტი, დაგროვებული ბაქტერიები-ყველაფერი ერთდროულად იწვევს კბილებისთვის ფერის შეცვლას, ქვების წარმოქმნას, არასასიამოვნო სუნს პირის ღრუში, ღრძილების ანთებას.

ალბათ არ გსურთ, რომ ყვითელი კბილები გქონდეთ. სტომატოლოგების რჩევით, რეკომენდებულია კბილები გაიხეხოთ შესაფერისი ჯაგრისით დღეში 2-ჯერ.

აუცილებელია კბილების ძაფის რეგულარულად გამოყენება.

სტატიაში შემოგთავაზებთ უძლიერეს სამკურნალო საშუალებას, რომლის წყალობითაც საშინაო პირობებში შეძლებთ კბილების გათეთრებასა და ნებისმიერი ინფექციის პროფილაქტიკას.

საჭირო იგრედიენტები:

  • წყალბადის ზეჟანგი ½ ჩ. ჭ
  • სოდა 1 ს. კ.
  • მარილი ½ ჩ. კ.
  • პირის ღრუს ანტისეპტიკური სავლები
  • დამატებითი მასალები:
  • კბილის ჯაგრისი
  • კბილის საწმენდი ძაფი
  • თბილი წყალი ½ ჩ. ჭ.
  • ცივი წყალი ½ ჩ. ჭ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. აიღეთ ფინჯანი, აურიეთ მარილი და სოდა. კბილის ჯაგრისი გარეცხეთ თბილ წყალში, შემდეგ ნარევი დაიტანეთ ჯაგრისზე და 5 წუთის განმავლობაში კარგად გაიხეხეთ კბილები.
  2. გამოივლეთ პირის ღრუს სავლები, რომელიც მოამზდეთ წყალბადის ზეჟანგისა და თბილი წყლის კომბინაციის შედეგად. ამ სავლების გამოყენების შემდეგ კი გამოივლეთ ჩვეულებრივი ცივი წყალი.
  3. ქვებისა და ნადების მოსაშორებლად გამოიყენეთ კბილის საწმენდი ძაფი. და ბოლოს, გამოივლეთ პირის ღრუს ანტისეპტიკური სავლები.
  4. პროცედურა გაიმეორეთ ყოველ საღამოს და შედეგით აღფრთოვანდებით.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ უმარტივესი საშინაო საშუალებები და იზრუნეთ თქვენი კბილების სითეთრესა და ჯანმრთელობაზე.