კეფირის სასმელი მოგაშორებთ კილოგრამობით მავნე ნარჩენს ნაწლავებიდან

შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის დახმარებითაც  დამქანცველი დიეტების გარეშე შეძლებთ წონის დაკლებას. მიირთვით საუზმეზე-კეფირი შავი ქლიავით, შვრიითა და სელის ზეთით.

რეცეპტი ასტიმულირებს ნაწლავის მოქმედებას, იწყება ორგანიზმის გაწმენდა და წიდების გამოყოფა.

დაიმახსოვრეთ, სწორი დაბალანსებული კვება, ხილითა და ცოცხალი ბოსტნეულით გაჯერებული კვების რაციონი, ფეხით სიარული ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეგაძლებინებთ თვეში რამდენიმე კილოგრამის დაკარგავას.

დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ რეცეპტი მოამზადოთ ნატურალური პროდუქტებით. გამოიყენეთ შვრის ფანტელები, ყოველგვარი დანამატების გარეშე. უმჯობესია თუ გამოიყენებთ შავ ქლიავს, ხოლო კეფირი აარჩიეთ თქვენი გემოვნებით. თუ გადაწყვეტთ, რომ კეფირი იოგურტით ჩაანაცვლოთ, აირჩიეთ უშაქრო იოგურტი ნაკლები არომატიზატორებით. .

საჭირო იგრედიენტები:

  • შვრიის ფანტელი-2 ს. კ.
  • კეფირი ან ნატურალური იოგურტი 250 მლ
  • შავი ქლიავი 5-7 ცალი
  • სელის ზეთი 1 ს. კ.

მომზადების წესი:

  1. შავი ქლიავი გარეცხეთ, დაასხით ადუღებული წყალი, დააყოვნეთ 10-15 წუთი, შემდეგ წყალი გადააქციეთ.
  2. ცალკე ჭურჭელში აურიეთ შვრია და სელის ზეთი.
  3. დაამატეთ კეფირი და კარგად აურიეთ.
  4. შავი ქლიავი დაჭერით პატარა ნაჭრებად და შეურიეთ მომზადებულ ნარევს.
  5. იგრედიენტები კარგად აურიეთ და 10 საათი შედეთ მაცივარში.

საუზმის მომზადება დაიწყეთ საღამოს, რადგან ხილის კეფირი გამდიდრდეს სასარგებლო ნივთიერებებით. შვრიის ფანტელიც კარგად გაფუვდება. დამერწმუნეთ უგემრიელესი საუზმე დადებითად იმოქმედებს თქვენს ორგანიზმზე, გარდა იმისა, რომ თავს დააღწევთ მტანჯველ კილოგრამებს, ასევე მოგიწესიგდებათ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობაც.

ნატურალური პროდუქტებით გაჯერებული საუზმე მიირთვით ყოველ დღე ორი თვის განმავლობაში, შემდეგ 1 თვე დაისვენეთ და ისევ გააგრძელეთ.