E ვიტამინი დაგიცავთ კანის პრობლემებისგან და თავიდან აგარიდებთ ნაადრევ სიბერეს

E ვიტამინის საუკეთესო საშუალება, სწრაფად მოსამზადებელი, მარტივად გამოსაყენებელი.

მშვენიერი ქალბატონები ძალ-ღონეს არ იშურებენ დაბერების პროცესის შესაფერხებად და უამრავ საშუალებას იყენებენ, რომელთაგნ ზოგს სარგებლობა მოაქვს, ზოგი კი კანს ზიანს აყენებს.

თუ გსურთ, რომ გქონდეთ ლამაზი და ახალგაზრდა კანი გამოიყენეთ E ვიტამინი, მაგრამ აუცილებელია იცოდეთ მისი სწორად გამოყენება.

E ვიტამინის უპირატესობები

  • E ვიტამინი უძლიერესი ანტიოქსიდანტია, რომელიც გაგათავისუფლებთ თავისუფალი რადიკალებისგან, რომელიც იწვევენ ნაოჭების გაჩენას. E ვიტამინი იცავს კანს მზის ულტრაიისფერი სხივებისგან.
  • E ვიტამინი გამოიმუშავებს კოლაგენს, რომელიც რეკორდულ დროში უზრუნველყოფს კანის დაჭიმვას, დატენიანებას, გაახალგაზრდავებას.
  • E ვიტამინი მოქმედებს იმ ადამიანებზედაც, რომელთაც აქვთ სასრგებლო საკვები ნივთიერების შეწოვისა და ქსოვილის რეგენერაციის პრობლემა. E ვიტამინი არის კანის კარგი დამტენიანებელია, და სწორედ ამ დროს იხსნება ფორები და იკვებება კანი და ქსოვილები სასარგებლო ნივთიერებებით.

ლამაზი და ახალგაზრდა კანისათვის გამოიყენეთ E ვიტამინი სწორად.

რეკომენდებულია E ვიტამინი გამოიყენოთ კაფსულებში. გამოწურეთ ზეთი და დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, ყელისა და მკერდის ზონაში. შეიზილეთ ხელის მსუბუქი წრიული მოძრაობებით და დაიტოვეთ მთელი ღამით. განსაკუთრებით მიაქციეთ ყურადღება ნაოჭებს, ლაქებსა და იმ ადგილებს, სადაც გამონაყარი გაქვთ.

E ვიტამინი ალოესთან ერთად

ცნობილია, რომ ალოე ვერას მალამოს შეუძლია კანის ქსოვილის რეგენერაცია, და ამ ორი უძლიერესი სამკურნალო საშუალების კომბინაცია გასაოცებელ ეფექტს იძლევა. რეკომენდებულია 1 ჩ. კ. ალოე ვერას დაამატოთ 2 კაფსულა E ვიტამინი. ნარევი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახეზე და სამოქმედოდ 30 წუთი დაიტოვეთ, შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით ქოქოსის ან ნუშის ზეთი.

დაიმახსოვრეთ, უმჯობესია პროცედურები ჩაიტაროთ საღამოს.

იოგურტი, ლიმონის წვენი, თაფლი და E ვიტამინი

აიღეთ 3 კაფსულა E ვიტამინი, გამოწურეთ ზეთი, დაამატეთ 1 ს. კ. იოგურტი, 1 ჩ. კ. თაფლი, რამდენიმე წვეთი ლიმონი და კარგად აურიეთ. მომზადებული მასა დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახეზე და შეიზილეთ წრიული მოძრაობებით. 20 წუთის შემდეგ ნიღაბი ცივი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით ნუშის ზეთი ან დამატენიანებელი მალამო.

თუ გსურთ, რომ გქონდეთ ლამაზი და ახალგაზრდა კანი გამოიყენეთ E ვიტამინი, მაგრამ აუცილებელად გაითვალისწინეთ სტატიაში მოცემული რჩევები, რადგანაც დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად იყენებთ პროდუქტს თუ არა.