გამოოიყენეთ მხოლოდ ორი კომპონენტის ყველაზე ეფექტური ნარევი, რომელიც დაგეხმარებათ პარაზიტებისგან გათავისუფლებაში.
ხალხური მედიცინის უნიკალური, მრავალგზის გამოცდილი და ეფექტური საშუალებების წყალობით გათავისუფლდით ,,დაუპატიჟებელი სტუმრებისგან“, პარაზიტებისგან.
ძალიან გიყვართ კანფეტები ან სხვა ტკბილეული?
სამწუხაროდ, ადამიანთა უმეტესობა შაქარდამოკიდებულია, რომლის მიზეზიც არის პარაზიტები ორგანიზმში და სტრესი.
სტატისტიკური მონაცემებით თითქმის მთელი სამყარო იტანჯება პარაზიტებისგან და როგორც წესი ადამიანმა არც კი იცის, რომ მას ,,დაუპატიჟებელი სტუმრები“ჰყავს.
პარაზიტები, რომლებიც ცხოვრობენ ჩვენს ორგანიზმში გვაცლიან ენერგიას. დაკარგული ენერგიის აღსადგენად უნდა მიიღოთ ტკბილეული, რადგან გლუკოზა უზრუნველყოფს ენერგიის სწრაფად აღდგენას. სამწუხაროდ, ენერგიასთან ერთად ადამიანი იძენს ზედმეტ კილოგრამებსაც.
ორგანისმის პარაზიტებისგან გასაწმენდად და პროფილაქტიკისთვის (თუ ფიქრობთ, რომ თქვენ არ გყავთ პარაზიტები), შემოთავაზებული პროცედურა უნდა ჩაიტაროთ წელიწადში 2-ჯერ, ექვს თვეში ერთხელ.
გაწმენდის ეფექტური მეთოდი არის ბუნებრივი პროდუქტების ნარევი.
ორგანიზმის გაწმენდა პარაზიტებისგან სელისა და მიხაკის დახმარებით:
- სელის თესლისა და მიხაკის კომბინაცია ეფექტურია ყველა სახის პარაზიტებისთვის.
- ამ ნარევის მოსამზადებლად აიღეთ 10 წილი სელის თესლი და 1 წილი გამხმარი მიხაკი (100 გრ სელის თესლი და 10 გრ მიხაკი).
- ინგრედიენტები დაფქვით ყავის საფქვავში და მიიღეთ 2 ს. კ. ყოველ დღე, სამი დღის განმავლობაში.
- მომზადებული ფხვნილები შეგიძლიათ დილით შეჭამოთ და მიაყოლოთ 1 ჩ. ჭ. თბილი წყალი ან დაამატოთ კერძს. ფხვნილი გამოიყენეთ სამი დღე, მომდევნო სამი დღე კი დაისვენეთ. ეს ნარევი გამოიყენეთ ერთი თვის განმავლობაში.
არ შეგაშინოთ ორგანიზმის ზოგიერთმა რეაქციამ, როგორიცაა, ქავილი, გამონაყარი, ჰერპესი, განავლის ან შარდის ფერის შეცვლა. ეს ნიშანია იმისა, რომ გაწმენდის პროცესი მიმდინარეობს.
ეს ძალიან ეფექტური საშუალებაა. ნარევი რჩება კუჭ-ნაწლავის კედლებზე, შედეგად კი პარაზიტები იძულებით ტოვობენ ორგანიზმს.
იმისათვის რომ პარაზიტებმა დატოვონ თავიანთი საცხოვრებელი რეკომენდებულია მშიერ კუჭზე დალიოთ სელის ჩაი.
ორგანიზმის გასაწმენდად აგრეთვე კარგია მიიღოთ რძის მჟავე პროდუქტები, გოგრის თესლი, მზესუმზირის თესლი, ნიგოზი, ოხრახუში, ნიახური, ხილისა და ბოსტნეულის წვენები.