თუ ფრჩხილები და თმა დაგისუსტდათ, სმენა და მხედველობა დაგიქვეითდათ, მიიღეთ მაგნიუმი

2675

მანგანუმის დეფიციტის სიმპტომები: სისუსტე, თავბრუსხვევა, ღებინების შეგრძნება, სუსტი თმა და ფრჩხილები, სმენის დაქვეითება. უკიდურეს შემთხვევაში, მანგანუმის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს დამბლა, სიბრმავე, უნაყოფობა და კრუნჩხვები.

მანგანუმის დეფიციტი შეივსეთ იმ პროდუქტების დახმარებით, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავს ამ ნივთიერებას.

1. ზღვის პროდუქტები

მიდიები, მოლუსკები, კიბორჩხალები მდიდარია მანგანუმით. ისინი აგრეთვე შეიცავს დიდი რაოდენობით B ჯგუფის ვიტამინებს, ომეგა 3-ს და ამინომჟავებს.

2. თხილი და თესლი

მაკადამის კაკალი, თხილი, ნიგოზი მანგანუმის წყაროებია. ეს პროდუქტები მდიდარია E ვიტამინით, სპილენძით და მაგნიუმით.

3. ისპანახი

მუქი მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული ერთ-ერთი ყველაზე ჯანმრთელი პროდუქტია. მხოლოდ 1 ფინჯანი ისპანახი შეიცავს დღიური ნორმის 2-ჯერ მეტ A ვიტამინს და 6-ჯერ მეტ K ვიტამინს.

5. ტოფუ

ეს ტიპიური ვეგეტარიანული ხორცის შემცვლელი პროდუქტები ბევრად უფრო ჯანმრთელია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. გარდა მანგანუმისა ისინი მდიდარია სპილენძით, ტორფით, კალციუმით, რკინით და ომეგა 3-ით.

6. ლობიო

ლობიო სასარგებლო პროდუქტია. ის მდიდარია ბოჭკოვანი პროდუქტებით, C ვიტამინითა და მაგნიუმით.

7. შავი ჩაი

შავი ჩაი ყველაზე მარტივი საშუალება, რომელიც გაჯერებულია მანგანუმით. მიირთვით ყოველ დღე ფინჯანი შავი ჩაი, რომელიც სარგებლობას მოუტანს თქვენს ორგანიზმს.

8. მარცვლოვანი კულტურები

ჯანსაღი საკვების წარმომადგენლები არის მარცვლოვანი კულტურები. ყავისფერი ბრინჯი, შვრიის ფანტელი, თათაბო აფერხებენ მე-2 ტიპის დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა დავადებათა წარმოქმნას.

მანგანუმი თქვენი ორგანიზმისთვის აუცილებელია, ამიტომ დაუყონებლივ შეივსეთ და არ დაუშვათ მისი დეფიციტი.