თქვენი ორგანიზმი ყოველ წამს ებრძვის საკვები პროდუქტების შედეგად ორგანიზმში მოხვედრილ ტოქსინებსა და სვა აგრესიულ ნივთიერებებს. მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ ორგანიზმს სჭირდება დახმარება. როდესაც ტოქსინებისა და შლაკების რაოდენობა აღწევს კრიტუკულ დონეს.
ორგანიზმის წმენდა-ამ პროცედურისთვის სწორი მეთოდი შეარჩიეთ. რეგულარულად ჩაიტარეთ ორგანიზმის წმენდა, რისი საშუალებითაც შეინარჩუნებთ სხეულის ჯანმრთელობას, მისი დამცავი ფუნქციების ზრდას, დაიკლებთ წონაშიც.
შემოგთავაზებთ საშინაო გამწმენდი საშუალების რეცეპტს
საჭირო იგრედიენტები:
- წყალი 3 ლ
- ქიშმიში და შავი ქლიავი 150 გრ
ინსტრუქცია:
- აადუღეთ წყალი.
- დაამატეთ ქიშმიში და შავი ქლიავი.
- ადუღეთ 15 წუთი.
ყოველ დილით მშიერ კუჭზე მიიღეთ 1 ს. კ. მომზადებული ნარევი. რამდენიმე დღის შემდეგ უკვე შამჩნევთ პირველ ცვლილებებს. მოგიწესრიგდებათ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობა, აღარ შეგაწუხებთ ყაბზობა და ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დაიწყებთ წონაში კლებას.
რატომ არის ქლიავი გამწმენდი ნაყენის ერთ-ერთი იგრედიენტი?
ქლიავი ნატურალური პროდუქტია, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს, ორგანიზმს აჯერებს სასარგებლო ნივთიერებით და გაძლევთ საშუალებას გაიწმინდოთ, როგორც ნაწლავები ისე მთელი სხეული.
შავი ქლიავის შემადგენლობაში შემავალი ბოჭკოვანი ნივთიერებები აძლიერებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, გამოდევნის ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს და ზრდის ვიტამინების შეწოვის დონეს. სწორედ ეს პროდუქტი დაგეხმარებათ წონის სწრაფად დაკლებაში და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მიკროფლორას.
რატომ მაინდამაინც ქიშმიში?
ამ პროდუქტით ჩატარებული წმენდა უნიკალურია მის შემადგენლობაში შემავალი ინულინის გამო, რომელიც გამოდევნის ნაწლავიდან მავნე ნივთიერებებს, ასტიმულირებს თირკმელების ნორმალურად ფუნქციონირებას და ხელს უწყობს ღვიძლის მუშაობას.
საუკეთესო ეფექტისა და სწრაფი დეტოქსიკაციისთვის გარეცხეთ ერთი მუჭა ქიშმიში, დაასხით ადუღებული წყალი, გადაღვარეთ და კვლავ დაასხით ანადუღარი ცივი წყალი. დააყოვნეთ ერთი დღე-ღამე. მეორე დილით წყალი დალიეთ. პროცედურა ჩაიტარეთ ერთი თვის განმავლობაში.
ორგანიზმის გწმენდის პროცედურა ადრე თუ ჩაგიტარებიათ?
თუ პასუხი უარყოფითია, ნუ დააყოვნებთ, დაუყონებლივ გაიწმინდეთ ორგანიზმი, რომელიც მომავალში ბევრ პრობლემას აგარიდებთ.