თუ გსურთ, რომ თქვენი თმა გაიზარდოს სწრაფად, მოემატოს მოცულობა და მბზინვარება, გამოიყენეთ ხალხური საშუალებები, რომელთა ძირითადი იგრედიენტები ყველასთვის ხელმისაწავდომია.
ადამიანთა უმეტესობას თმა თვის განმავლობაში 1,5 სანტიმეტრით ეზრდება ე.ი. დღე-ღამის განმავლობაში 0,35 მმ-ით. ზაფხულში თმა უფრო სწრაფად იზრდება ვიდრე ზამთარში. ყველა ღონეს იყენებენ გოგონები, რათა მიაღწიონ თმის სასურველ სიგრძეს.
შემოგთავაზებთ 7 უძლიერესი ბუნებრივი პროდუქტებით გაჯერებულ რეცეპტს, რომლეთა ეფექტიც ერთი თვის შემდეგ გაგაოცებთ.
გადახედეთ ყველა შემოთავაზებულ ვარიანტს, შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი საშუალება და გამოსცადეთ მისი ეფექტურობა. თითოეულმა იგრედიენტმა იცის თავის საქმე და მუშაობენ თქვენ სასიკეთოდ.
1. ალოე
ალოეს ფურცელი გაჭერით შუაზე და გამოწურეთ წვენი, შეიზილეთ თმის ძირებზე და დაიმასაჟეთ წრიული მოძრაობებით. ეს დაეხმარება წვენს ღრმად შეაღწიოს ძირებში, აგრეთვე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ნიღაბი დაიტოვეთ 2 საათი ან მთელი ღამე. შემდეგ კი ჩვეულებრისამებრ დაიბანეთ.
2. ვაშლის ძმარი
დაბანვის შემდეგ გადაივლეთ ვაშლის ძმარი და აღარ ჩამოიბანოთ.
3. კვერცხის გულები
ათქვიფეთ კვერცხის გულები და კარგად შეიზილეთ თმის ძირებზე, დაიხურეთ ცელოფანი და ქუდი. 40 წუთის შემდეგ კი ჩამოიბანეთ.
4. მდოგვის ფხვნილი
2 ს. კ. მდოგვის ფხვნილი გახსენით ამავე რაოდენობის ცხელ წყალში, დაუმატეთ კვერცხის გული, 2 ს. კ. თალგამის ზეთი, 2 ჩ. კ. შაქარი. მომზადებული ნაზავი შეიზილეთ თმის ძირებსა და მთელ სიგრძეზე, დაიტოვეთ ერთი საათი და შემდეგ დაიბანეთ.
5. კონიაკი
აიღეთ რამდენიმე კვერცხი, ათქვიფეთ, დაამატეთ ცოტა კონიაკი და ზეითუნის ზეთი. მომზადებული მასა შეიზიელეთ თმაზე, დაიტოვეთ ერთი საათი და შემდეგ დაიბანეთ.
6. ლიმონი
ნახევარი ხახვის წვენს დაამატეთ 1 ჩ. კ. თალგამის ზეთი, 1 ცალი ლიმონის წვენი და 1 ცალი კვერცხის გული. მოცემეული იგრედიენტები კარგად აურიეთ და გააცხელეთ ორთქლის აბაზანაზე. ჯერ კიდევ თბილი მასა შეიზილეთ თმის მთელ სიგრძეზე და ერთი საათის შემდეგ დაიბანეთ.
7. დარიჩინი
2 ჩ. კ. დარიჩინი შეურიეთ ლურჯ თიხაში, დაამატეთ თქვენთვის სსასურველი ეთერზეთის რამდენიმე წვეთი, შეიზილეთ თმაზე და ნახევარი საათის შემდეგ დაიბანეთ.
გირჩევთ, რომ შემოთავაზებული საშუალებები გამოიყენოთ კვირაში 2-3-ჯერ. ერთი თვის შემდეგ კი შედეგით ისიამოვნებთ.