ქალბატონებო, მიირთვით ეს სასმელი ყოველ დღე, რათა ჰორმონები ყოველთვის მწყობრში იყოს

ჰორმონების მოსაწესრიგებლად მშვენიერი სქესის წარმომადგენლებისთვის რეკომენდებულია ყოველ დილით ამ სასმელის მიღება

რეცეპტი N1

ზედმეტი წონისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ ლიმონით გაჯერებული თბილი წყალი. ეს სასმელი გამოდევნის თქვენი ორგანიზმიდან ტოქსინებს, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას. ლიმონს შეუძლია გავლენა მოახდინოს ჰორმონ-ლეპტინზე, რომელიც იწვევს ისეთ შეგრძნებას, რომ თითქოს დანაყრებული ხარ. თუ თქვენს ორგანიზმში ეს ჰორმონი დაბალანსებული არ არის, მაშინ იწყებს ცხიმები დაგროვებას.

მომზადების წესი:

ნახევარი ლიმონის წვენს დაასხით ადუღებული წყალი, დაელოდეთ გაგრილებას და ერთბაშად დალიეთ.

გირჩევთ, დილა დაიწყოთ ამ სასმელით.

რეცეპტი N2

ჟოლოს ფოთლების ჩაი არეგულირებს ქალის რეპროდუქციულ სისტემას, აძლიერებს საშვილოსნოს, აგრეთვე ის აგიმაღლებთ განწყობას, შეგმატებთ ენერგიას. ჟოლოს ფოთლების ჩაი შეგიძლიათ ყავის მაგივრად გამოიყენოთ.

თუ გსურთ, თქვენი ჰორმონალური სისტემა იყოს მწყობრში, მაშინ დღის განმავლობაში დლიეთ 3 ფინჯანი ჟოლოს ფოთლების ჩაი.

მომზადების წესი:

1 ს. კ. მალინის ფოთლებს (შეგიძლიათ გამხმარი ფოთლებიც გამოიყენოთ) დაასხით 200 მლ ადუღებული წყალი, დააყოვნეთ 10 წუთი და შემდეგ დალიეთ.

გირჩევთ, რომ ძილის წინ არ მიირთვათ ჟოლოს ფოთლების ჩაი.

რეცეპტი N3

რძე კურკუმით -აურვედის საავადმყოფოს ერთ-ერთი განთქმული რეცეპტია. მას კიდევ ოქროს რძეს ეძახიან. ეს სასმელი ჰორმონებს მოგიწესრიგებთ, გაგიძლიერებთ იმუნურ სისტემას, გაგიუმჯობესებთ საჭმლის მომნელებელ სისტემას, კურნავს გაციებას.

მომზადების წესი:

200 მლ ადუღებულ რძეს დაამატეთ ნახევარი ჩ. კ. კურკუმა, სურვილისამებრ გამოიყენეთ თაფლი. სასმელი მიიღეთ ღამით.

მოამზადეთ უმარტივესი, ნატურალური იგრედიენტებით გაჯერებული რეცეპტები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.