დაფნის ფოთოლი ყველაზე ღრმა ნაოჭებსაც კი ნაკლებად შესამჩნევს გახდის

სიბერის N1 მტერი. გამოიყენეთ დაფნის ფოთლები და ნაოჭები თქვენი სახიდან მაშინვე გაიფანტება.

დაფნის ფოთოლი ბუნებრივი, უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა. მის ბაზაზე მომზადებული ნიღბები და ლოსიონები საუკეთესოა და ეფექტით ძვირადღირებულ პროფესიონალურ პროდუქტებს უთანაბრდება. დაფნა უძლიერესი ანტიოქსიდანტია და აქვს კანის რეგენერაციის უნარი.

დაფნის რეგულარულად გამოყენება ასუსტებს ფორებს და ათანაბრებს, ატნოზირებს კანს და ჰმატებს სიმკვრივეს, აღადგენს და ასტიმულირებს გაცვლის პროცესებს.

გირჩევთ, საკუთარ თავზე გამოცადოთ დაფნის საოცარი ძალა და დარწმუნდებით მის ეფექტურობაში.

სახის ნიღაბი

დაფქვით 8 გრ დაფნის ფოთოლი, დაასხით 100 გრ ცივი დამუშავების ზეითუნის ზეთი და 2 ს. კ. შვრიის ფანტელი. კარგად აურიეთ და დაელოდეთ შვრიის ფანტელის გაფუებას, დაიტანეთ ნიღაბი წინასწარ გაწმენდილ სახესა და ყელზე. ნახევარი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ.

სასურველია, თუ ყველა პროცედურის წინ  ახალ-ახალ მასას მოამზადებთ. დაფნის ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ.

დაფნის ლოსიონი

აადუღეთ 100 მლ წყალი, დაამატეთ 10 გრ დაფქვილი დაფნის ფოთოლი და ადუღეთ კიდევ 2 წუთი. ნაყენი გააციეთ, შემდეგ გაფილტრეთ და მთელი კვირის განმავლობაში გამოიყენეთ ტონიკის ნაცვლად. ნაყენი აუცილებად შეინახეთ მაცივარში.

ლოსიონი ცხიმიანი კანისთვის

ცხიმოვანი ჯირკვლების ნორმალურად ფუნქციონირებისა და ნარჩენების მოსაშორებლად აიღეთ 5 ცალი დაფნის ფოთოლი, დაასხით 200 მლ ადუღებული წყალი, დააყოვნეთ 2 საათით, გაფილტრეთ, დაამატეთ 2 ს.კ. სპირტი და ლიმონის წვენი. საშინაო პირობებში მომზადებული ლოსიონით სახე გაიწმინდეთ დილა-საღამოს.

დაფნის ფოთოლი დაგეხმარებათ, რომ სახის კანი დაუბრუნოთ ჯანმრთელი იერი და შეაფერხოთ დაბერების პროცესი.

ნუ დაიზარებთ, მოამზადეთ ეს უმარტივესი და ყველასათვის ხელმისაწვდომი საშუალებები და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.