ბერძნული გამაახალგაზრდავებელი კრემის რეცეპტი, რომელიც კანის ნაკლოვანებების აღმოფხვრაში ძალიან მეხმარება

2631

შემოგთავაზებთ კანის გამაახალგაზრდავებელი,  დამატენიანებელი და დამამშვიდებელი მალამოს რეცეპტს.  ბუნებრივი ინგრედიენტებით დატვირთული მალამო უმარტივესი მოსამზადებელია. საუკეთესოა ნაწიბურების, ცელულიტისა და სტრიების მოსაშორებლად, ეფექტურად ამცირებს ნაოჭებსა და სიბერის სხვა ნიშნებს.

მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • თაფლი 1 ს. კ.
  • ფუტკრის ცვილი (დაჭრილი) 8 ს. კ.
  • ნუშის ზეთი 200 მლ
  • სალბის ნაყენი 3 ს. კ.
  • 2 ცალი გასტერილებული პატარა ქილა

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. პირველ რიგში, მოამზადეთ სალბის ნაყენი. 100 მლ წყალი აადუღეთ და დაასხით 1 ს. კ. გამომშრალ ბალახს.
  2. ფუტკრის ცვილი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე, გადმოდგით ცეცხლიდან, ოდნავ გააგრილეთ, დაამატეთ თაფლი, ნუშის ზეთი და კარგად აურიეთ.
  3. შემდეგ ნელ-ნელა დაამატეთ სალბის გაგრილებული ნაყენი (შეგიძლიათ გამოიყენოთ გვირილა, პიტნა ან კალენდულა).
  4. მოსარევად გამოიყენეთ ხის კოვზი.
  5. მალამო გადაიტანეთ მინის ქილებში, გააგრილეთ და დაახურეთ ხუფი. მალამო გაგრილების შემდეგ თანდათან გაღიავდება.

მალამო გამოსაყენებლად ვარგისია 6 თვე. აუცილებლად შეინახეთ მაცივარში. რეკომენდებულია მისი გამოყენება ყოველ დღე შხაპის მიღების შემდეგ. მალამო დაიტანეთ კანზე და მსუბუქი მოძრაობებით თანაბრად გაინაწილეთ.

ნუ იტყვით უარს ამ სიამოვნებაზე და აუცილებლად მოამზადეთ ეს საოცარი მალამო!