დიდი ხნის განმავლობაში მაწუხებდა ფრჩხილის სოკო, სანამ ამ მარტივ საშუალებას არ მივაგენი

ბევრი ადამიანი დგას ისეთი პრობლემის წინაშე, როგორიცაა ტერფისა და ფრჩხილის სოკო. ამ უსიამოვნო პრობლემის წარმოქმნის მიზეზი შეიძლება იყოს მოჭერილი ფეხსაცმელი, სინთეტიკურ წინდები, რადგან ის ადვილად ატენიანებს ფეხებს, რაც საუკთეთესო გარემოს ქმნის ბაქტერიებისა და სოკოს განვითარებისა და გამრავლებისთვის.

კიდევ ერთი გავრცელებული ფაქტორი, რომელიც იწვევს სოკოს წარმოქმნას, არის ლაქის მუდმივად გამოყენება, რაც არ აძლევს ფრჩხილებს სუნთქვის საშუალებას და ასუსტებს მათ.

ტერფისა და ფრჩხილის სოკო საკმაოდ დელიკატური პრობლემაა. იწვევს ქავილს, კანის აქერცვლას, ფრჩხილის გასქელებას, უსიამოვნო სუნს.

ამ პრობლემის გამკლავება საკმაოდ რთულია. ასე რომ, თუ უკვე დაიღალეთ გაუთავებელი მცდელობებით, გირჩევთ, გამოიყენოთ მკურნალობის მარტივი მეთოდი, რომელიც მხოლოდ ბუნებრივი ინგრედიენტებზე არის დაფუძნებული.

ფრჩხილის სოკოს საწინააღმდეგო საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • თბილი წყალი 1,5 ლ
  • საკვები სოდა 3 ს. კ.
  • ვაშლის ძმარი ნახევარი ჩ. ჭ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მომზადებულ აბაზანაში 15 წუთით ჩაყავით ფეხები. ეფექტური შედეგის მისაღებად, უმჯობესია, წყალი ოდნავ ცხელი იყოს.

სამკურნალო პროცედურები ჩაიტარეთ რეგულარულად და სასურველი შედეგიც არ დააყოვნებს.

არ დაგავიწყდეთ, უნდა დაადგინოთ ამ პრობლემის მიზეზი და მთლიანად აღმოფხვრათ იგი.