კარაქის ნიღაბი აგლუვებს და ათანაბრებს სახის კანის ზედაპირს

კარაქის ნიღაბი კანს დაუბრუნებს ახალგაზრდობასა და სიმკვრივეს. თუ კანი გამომშრალია, დატვირთულია ნაოჭებით, პროვოცირებულია კანის არაადეკვატური კვება, გირჩევთ, გამოიყენთ კარაქის ნიღაბი.

კარაქისა და მანის ნიღაბი სახისთვის

მანი შეიცავს სახამებელს, მცენარეულ ცილებს, რომლებიც კანისთვის შეუდარებელი მკვებავი საშუალებებია. ამ მარტივი ნიღაბის პირველივე გამოყენებისთანავე შეამჩნევთ საოცარ ეფექტს, მაგრამ არ იზარმაცოთ და ჩაიტარეთ დამატენიანებელი პროცედურა 7დღის განმავლობაში.

საჭირო იგრედიენტები:

  • კარაქი 1 ს. კ.
  • მანანის ბურღული 0,5 ს. კ.

მომზადების წესები:

აუცილებელია გამოიყენოთ ახალი და ხარისხიანი კარაქი 80%-იანი ცხიმიანობის, გაალღვეთ კარაქი და შეურიეთ მანანის ბურღული. ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახეზე. დააყოვნეთ 15 წუთი. ყველაფერი ძალიან სწრაფად უნდა გაკეთდეს, რადგან მანანის ბურღული მყისიერად შთანთქავს ტენიანობას და ფუვდება. ნიღაბი ჩამოიბანეთ თბილი წყლით, შემდეგ კი ცივი წყლით.

ამ ნიღბის უპირატესობები:

  1. კანი ასეთი ნიღაბის შემდეგ გახდება საოცრად ნაზი, გლუვი, თანაბარი. ამ პროცედურის შემდეგ არ არის აუცილებელი მალამოს გამოყენება.
  2. ცოტამ თუ იცის, რომ კარაქის ნიღაბის შემადგენლობაში შედის რეტინოლი, რომელიც გამოიმუშავებს კოლაგენს. ის აცოცხლებს კანს და საოცარი გზით ჰმატებს ტონუსს, ათანაბრებს კანის ფერს და ხდის სასიამოვნოს. აგრეთვე კარაქი შეიცავს რიბოფლავინს, რომელიც ეხმარება ჟანგბადს, ღრმად შეაღწიოს კანში და დააჩქაროს განახლების პროცესები.
  3. კარაქი შეიცავს ფოლიუმის მჟავას. ის არბილებს და აქერცლავს კანს. პროდუქტი შეიცავს კალციუმს, რომელიც ათანაბრებს კანს, აქრობს პატარა დეფექტებს და ხდის ბარხატისებრს.
  4. კარაქის ბაზაზე დაფუძნებული საშინაო პირობებში მომზადებული ნიღაბი უთანაბრდება ძვირადღირებულ პროცედურებს.
  5. კარაქის ნიღაბი ნამდვილი განძია, რომელიც ძილის წინ შეგიძლიათ გამოიყენოთ თვალების ირგვლივ არსებული ნაოჭების გასასწორებლად. ეფექტი აღგაფრთოვანებთ.
  6. ქალბატონები კარაქის ნიღაბის გამოყენების შემდეგ უარს ამბობენ, ქუთუთოების კანის მოვლისთვის სხვა კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებაზე. თანდათან ყველა წვრილი ნაოჭიც კი გაგიქრებათ.
  7. კარაქის ნიღაბი მოგაშორებთ ქუსლებზე ნახეთქებს, კანს არბილებს და ხდის გლუვს. ძილის წინ წაისვით კარაქი და ამოიცვით ნატურალური ბამბის წინდები. რამდენიმე პროცედურის შემდეგ გაოცდებით შეუძლებელი სინაზით.

გამოიყენეთ უმარტივესი და უძლიერესი საშინაო საშუალება და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.