ნათქვამია: ,, სიცრუე სიყვარულის გამრყვნელია, ხოლო ცრუ ფიცი სიყვარულის უარყოფაა.“
სიცრუე ღვთისაგან გმობილი, მომაკვდინებელი ცოდვაა, რის გამოც ყველას მოეკითხება. ადამიანები ღვთის ნებას არ ასრულებენ და ხშირად ცრუობენ. ზოგჯერ ტყუილი კეთილ საქმეს ემსახურება, ზოგჯერ კი ბოროტულად, გამიზნულად არის ნათქვამი და არ აღელვებთ ის ფაქტი, რომ შეიძლება ვინმეს ავნონ.
შემოგთავაზებთ ზოდიაქოს 5 ნიშანს, რომელთა ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისათვის, ტყუილის თქმა ჩვეულებრივი მოვლენაა.
ზოდიაქოს ნიშანი, რომელთა ცხოვრება ტყუილის გარეშე წარმოუდგენელია
1. მორიელი
მორიელები ყბადაღებული მატყუარანი არიან. მათი ტყუილი შეურაცხმყოფელი და მტკივნეულია, მაგრამ შესწევთ უნარი აღიარონ ნათქვამი სიცრუე.
2. კურო
კუროები უპრობლემოდ და თანაც გამუდმებით ცრუობენ. კარგი იქნებოდა, თუ კუროებს ბავშვობიდანვე შთააგონებდნენ ამ ჩვევის მავნებლობის შესახებ.
3. თხის რქა
თხის რქებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ ტყუილი თაღლითობაა. თუ ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ერთხელ მაინც იცრუებენ, ვეღარ ჩერდებიან. მართალია, მათი ტყუილი უბოროტოა და არავის ვნებს, მაგრამ უკვალოდ მაინც არ ჩაივლის.
4. ტყუპები
ტყუპები ნამდვილი ფარისევლები არიან. თვალთმაქცობა კი სიცრუეზე უფრო მავნე ჩვევა და მძიმე ცოდვაა.
5. ლომები
ლომები ნომერ პირველი მატყუარები არიან. ისინი ადვილად არწმუნებენ ადამიანებს, რომ მართალს ამბობენ და ამ დროს კი უსირცხვილოდ ცრუობენ. მათ უყვართ ტყუილის თქმა და ფიქრობენ, რომ ის ცხოვრებას უფრო საინტერესოსა და მშვენიერს ხდის.
ზოდიქოს რომელ ნიშანს მიეკუთვნებით თქვენ და მოხვდით თუ არა ჩვენს დღევანდელ სიაში? რამდენად ეთახმებით მოსაზრებოას ზოდიაქოს ამ ნიშნების დამოკიდებულებაზე სიცრუის მიმართ?