ეს მარტივი საშუალებები, რომელთაც დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ, გადაგიჭიმავთ კანს ყელისა და ნიკაპის ზონაზე.
- აიღეთ 1 ჩ. ჭ. წყალი, დაამატეთ 1 ს. კ. ლიმონის წვენი, 1 ს. კ. სამედიცინო სპირტი და 1 ჩ. კ. მარილი. გაიწმინდეთ ყელი, მომზადებული ნარევი ყელზე შეიზილეთ და არ ჩამოიბანოთ. როცა ყელი გაგიშრებათ წაისვით მკვებავი მალამო. პროცედურა ჩაიტრეთ კვირაში 3-ჯერ და ერთი თვის შემდეგ შედეგით აღფრთოვანდებით.
- თუ ყელი და ნიკაპი კარგავს ელასტიურობას, გამოიყენეთ ნიღაბი, რომელიც გაგიმაგრებთ კანს. მოამზადეთ 1 ჩ. კ. მარილისა და 1 ჩ. ჭ. წყლის ნარევი. მარლისაგან მოამზადეთ რამდენიმე ფენიანი კომპრესი, გააჯერეთ ნარევით, დაიფინეთ პრობლემურ ადგილზე და შეიხვიეთ მშრალი მარლით. საფენი დაიყოვნეთ 30 წუთით. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 2-ჯერ. კომპრესი ამაგრებს მოშვებულ კანს. კარგია თუ გამოიყენებთ ზღვის მარილს, რადგან ზღვაზე დასვენების შემდეგ ყელი ყოველთვის იდელურად გამოიყურება.
- გააბრტყელეთ საფუვრიანი ცომი, დაიფინეთ ყელის მიდამოებში და დაიყოვნეთ 30 წუთით. ასეათი ნიღაბი ამაგრებს მოშვებულ კანს. პროცედურა ჩაიტარეთ ერთი თვის განმავლობაში ძილის წინ დღეგამოშვებით. მოიღებული შედეგი ნახევარი წლით შეგინარჩუნდებათ. შემდეგ კვლავ გაიმეორეთ. ამ ნიღაბის გამოყენება შეგიძლიათ სახის კანისთვისაც.
- ყელზე გაჩენილ ნაკეცებს გაგიქრობთ კარტოფილის პიურე, რომელსაც დაამატეთ 1 ჩ. კ. გლიცერინი და 1 ჩ. კ. ზეითუნის ზეთი. პიურე დაიტანეთ ქსოვილზე და დაიფინეთ ყელზე, შემდეგ კი შარფით შეიხვიეთ. დაიყოვნეთ 15-20 წუთი, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამობანეთ. რამდენიმე პროცედურის შემდეგ ყელზე გაჩენილი ნაკეცები გაგიქრებათ.
მოამზადეთ ხალხური რეცეპტებიდან თქვენთვის ხელმისაწვდომი საშუალება და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.