მას შემდეგ, რაც ამ ნიღბის კვირაში ერთხელ გამოყენება დავიწყე, ლაქები საერთოდ გაქრა, ნაოჭები კი ნაკლებად შესამჩნევი გახდა

ნიღბები, სკრაბები და სახის მოვლის სხვა საშუალებები  დატვირთულია ქიმიური ნივთიერებებით და  კანისთვის სარგებელი არ მოაქვს.

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ კანის ისეთი პრობლემები, როგორიცაა ჭორფლი, აკნე, ნაოჭები მარტივად შეიძლება მოგვარდეს ბუნებრივი საშუალებებით, რომლებიც ბევრად უფრო იაფი და ჯანმრთელია.

ნიღაბი, რომლის რეცეპტსაც სტატიაში შემოგთავაზებთ, მხოლოდ 2 უმარტივესი ინგრედიენტისგან შედგება. ლიმონისა  და შვრიის კომბინაცია კანისთვის საოცრებებს ახდენს.

შვრია საუკეთესო საშუალებაა კანის პრობლემების გადასაჭრელად. მას შეუძლია კანში ღრმად შეღწევა და ფორების გაწმენდა, სახიდან ჭუჭყის შთანთქმა.

ლიმონის წვენი კი შესანიშნავი მათეთრებელი საშუალებაა, რომელიც აფერხებს ჭორფლებისა და შავი წერტილების წარმოქმნას და კანიდან მოგაშორებთ ჭარბ ცხიმს.

ნიღაბი წმენდს და ჭიმავს კანს, ათანაბრებს ტონს, მოგაშორებთ ჭორფლებს, ნაოჭებსა და შავ წერტილებს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • შვრია
  • ლიმონის წვენი

მომზადების წესი:

მოცემული ინგრედიენტები აიღეთ იმ რაოდენობით, რომ მიიღოთ მალამოსებური მასა. ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ. შედეგს პირველივე პროცედურის შემდეგ შეამჩნევთ.

ნიღაბი შეგიძლიათ გაიკეთოთ ყოველდღიურად.