როგორ დავაჩქაროთ თმის ზრდა და გავისქელოთ მისი საფარი ხელმისაწვდომი ნიღბებით

ძლიერი და ჯანმრთელი თმა ქალის სამკაულია. თმას სჭირდება მოვლა, მაგრამ სამაგიეროდ შედეგით აღფრთოვანებული დარჩებით.

სტატიაში შემოგთავაზებთ თმის მოვლის უძლიერეს, ბუნებრივი იგრედიენტებით გაჯერებულ რეცეპტებს, რომლებიც ძვირადღირებული სალონური პროცედურების გარეშე  გაგიძლიერებთ თმას, შეგიჩერებთ ცვენას, შეჰმატებს მოცულობასა და მბზინვარებას.

რა იწვევს თმის მოცულობის შემცირებასა და ხარისხის გაუარესებას?

ამის მრავალი მიზეზი არსებობს:

  1. თმის ხშირი გაღიაბევა, განსაკუთრებით კი დიდ ზიანს აყენებს თმას იაფი ქიმიური საშუალებების გამოყენება.
  2. თმის ხშირი ქიმიური დახვევა, დაუთოება და სხვა პროცედურები.
  3. არასწორად შერჩეული თმის მოვლის საშუალებები. შეიძლება ძვირადღირებული პროდუქტი შეიძინოთ, მაგრამ ის თქვენი თმისთვის არ იყოს სასარგებლო.
  4. ავადმყოფობა და სტრესი-საგრძნობლად აუარესებს თმის ჯანმრთელობას.
  5. მშრალი და დაბალი ტემპერატურის ზემოქმედება.
  6. არასწორი კვება და მკაცრი დიტები.

კვება მთავარი ფაქტორია. ვერც ერთი საშუალება ვერ გაგიუმჯობესებთ დაზიანებული თმის მდგომარეობას თუ სწორად არ იკვებებით, არ იღებთ საჭირო ვიტამინებსა და  სასარგებლო ნივთიერებებს.

იმისათვის რომ თმას დაუბრუნოთ სიჯანსაღე, პირველ რიგში უნდა იზრუნოთ თმის ძირების გამოვკვებაზე. აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ თმის სპეციალური ნიღბები, რომელთა საშინაო პირობებში მომზადებაც შეგიძლიათ, ხოლო ეფექტი რომ მაქსიმალური იყოს, თავზე დაიხურეთ ცელოფანი და შემოიხვიეთ პირსახოცი.

თმის საუკეთესო ნიღბები

წითელი წიწაკისა და მდოგვის ფხვნილის ნიღბები გაგიუმჯობესებთ თმის ზრდის პროცესს და უზრუნველყოფს მის გასქელებას.

მიუხედავად იმისა, რომ წითელი წიწაკა და მდოგვის ფხვნილი მცირე გაღიზიანებას იწვევს, ეფექტურად მოქმედებს თმის ძირებზე და აქტიურად ზრდის თმას.

მდოგვის ფხვნილის ნიღბები:

  1. აიღეთ 2 ცალი კვერცხის გული, 1 ფინჯანი ნაკლებად ცხიმიანი კეფირი, დაამატეთ 1 ს. კ. მდოგვის ფხვნილი და კარგად აურიეთ.
  2. ნიღაბი კარგად შეიზილეთ თმის ძირებზე.
  3. დაიხურეთ ცელოფანი, შემოიხვიეთ პირსახოცი და გაიჩერეთ 1 საათი.
  4. ნიღაბი ჩამოიბანეთ თბილი წყლით და შემდეგ კი ჩვეულებრივად დაიბანეთ. კარგი იქნება თუ გადაივლებთ სალბის ან მუხის ფესვების ნაყენს.

როგორ მოვამზადოთ წიწაკის ნიღაბი:

  1. 50 მლ თალგამის ზეთი
  2. ნახევარი ჩ. კ. წითელი წიწაკის ფხვნილი.
  3. ნიღაბი შეიზილეთ თავის კანზე.
  4. დაიტოვეთ 20 წუთი.
  5. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და შემდეგ შამპუნით დაიბანეთ.

ნიღაბი თხელი და დასუსტებული თმისთვის

იმისათვის, რომ თმას შეჰმატოთ მოცულობა, თავის კანი კვირაში ერთხელ დაიმასაჟეთ თბილი ზეთით და დაიტოვეთ 10-15 წუთი. შედეგი კი გასაოცარი გექნებათ.

რომელი ზეთის გამოყენება შეგიძლიათ

  • აბუსალათინის;
  • ნუშის;
  • ზეითუნის ზეთი;
  • კარგი იქნება თუ ზეთს დაამატებთ ლიმონის წვენს;

კეფირისა და საფუვრის ბაზეზე შექმნილი თმის ნიღბები

კეფირის ნიღაბი:

  1. აიღეთ 1 ფინჯანი უცხიმო კეფირი, 1 ჩ. კ. კაკო, 1 ცალი კვერცხი.
  2. კარგად აურიეთ. დაიტანეთ თავის კანზე.
  3. გაიჩერეთ 1 საათი.

რძის ცილის წყალობით თმა იღებს ცოცხალ იერს, ხდება ნათელი და ელასტიური.

საფუვრის ნიღაბი:

  • 1 ჩ. ჭ. გაცხელებული რძე.
  • 1 ჩ. კ. საფური.
  • 1 ს. კ. თაფლი.

ინსტრუქცია:

  1. მოცემული იგრედიენტები აურიეთ და 30 წუთით დადგით თბილ ადგილზე, როცა დროჟი გაფუებას დაიწყებს, გაიკეთებს ქაფს. მომზადებული ნიღაბი კარგად შეიზილეთ თმის ძირებსა და მთელ სიგრძეზე.
  2. 45 წუთის შემდეგ კი ნიღაბი ჩამოიბანეთ ჭინჭრის ან როზმარინის ნაყენით, რომელსაც დაამატეთ 1 ს. კ. ვაშლის ძმარი.
  3. და ბოლოს დაიბანეთ შამპუნით.

ნიღბები გაიკეთეთ კვირაში ერთხელ და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, შედეგით აღფრთოვანდებით.