სტატიაში შემოგთავაზებთ უძლიერესი სამკურნალო საშუალებების რეცეპტებს.
უძველესი დროიდან არის მიჩნეული, რომ კრაზანა უძლიერესი სამკურნალო ბალახია, რომელიც კურნავს უამრავ დაავადებას. ამ დაავადებათა შორის არის სახსრებიც და მისი თანმხლები სხვა დაავადებები. ამ ბალახიდან ამზადებენ მალამოებს, ზეთს, ლოსიონს, რომლითაც დაავადებულ სახსარს მკურნალობენ.
რევმატიზმის დროს იყენებენ კრაზანას ზეთს, რომელიც მზადდება შემდეგი რეცეპტის მიხედვით.
საჭირო იგრედიენტები:
- კრაზანას ქორფა ბალახი 500 გრ
- თეთრი ღვინო 0,5 ლ
- ნუშის ან სელის ზეთი 1 ლ
მომზადების წესები:
- კრაზანას დაასხით ღვინო და თქვენთვის ხელსაყრელი ზეთი, აურიეთ და გააჩერეთ 3 დღე. შემდეგ სამი საათი დადგით დაბალ ცეცხლზე. ამის შემდეგ კი დაახურეთ თავზე და 3 კვირის განმავლობაში შეინახეთ გრილ და ბნელ ადგილზე.
- მომზადებული ზეთი გაფილტრეთ და გამოიყენეთ როგორც შინაგანი ასევე გარეგანი მოხმარებისთვის.
სახსრების ანთებისა და ტკივილის მოსახსნელად ეფექტურად დაგეხმარებათ მალამო, რომლის რეცეპტსაც შემოგთავაზებთ.
საჭირო იგრედიენტები:
- კრაზანა 1 ს. კ.
- ფარსმანდუკი 1 ს. კ.
- ლანოლინი 2 ს. კ.
- ადუღებული წყალი 1 ჩ. ჭ.
მომზადების წესები:
- ბალახებს დაასხით ადუღბული წყალი, დაახურეთ თავსახური და დააყოვნეთ 10 წუთი.
- შემდეგ ნაყენი გადაწურეთ და კარგად აურიეთ ორთქლის აბაზანაზე გამდნარი ლანოლინი. მომზადებული მალამო ყოველ დღე შეიზილეთ მტკივნეულ ადგილებზე. პროცედურები გააგრძელეთ, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევთ.
დაავადებული სახსრის სამკურნალოდ და მიმდინარე ანთებითი პროცესის ჩასაქრობად ეფექტურ შედეგს მოგცემთ ლოსიონი, რომლის მომზადების რეცეპტსაც შემოგთავაზებთ.
საჭირო იგრედიენტები:
- კრაზანას დაჭრილი ბალახი 2 ს. კ.
- სპირტი 3 ს. კ
მომზადების წესები:
კრაზანას ბალახს დაასხით 1 ჩ. ჭ. ადუღებული წყალი, დაახურეთ თავსახური და დააყოვნეთ 10 წუთი. შემდეგ ნაყენი გადაწურეთ და დაამატეთ სპირტი. მომზადებული ლოსიონით ერთი კვირის განმავლობაში დაიმუშავეთ დაზიანებული სახსარი.
გსურთ, თავი დააღწიოთ პოდაგრით გამოწვეულ ტკივილებს? მაშინ დაუყონებლივ მოამზადეთ მალამო.
საჭირო იგრედიენტები:
- გამხმარი კრაზანა 1 ს. კ.
- ფარსმანდუკი (გამხმარი) 2 ჩ. კ.
- ვაზელინი 2 ს. კ.
ბალახები დაფქვით ყავის საფქვავში. ვაზელინი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე და კარგად შეურიეთ ბალახების ფხვნილი. მომზადებული მალამო შეიზილეთ მტკივნეულ სახსარზე.
პოდაგრისათვის ასევე ეფექტურია შემდეგი მალამო
საჭირო იგრედიენტები:
- კრაზანა (გამხმარი) 1 ჩ. კ.
- ფარსმანდუკი (გამხმარი)1 ჩ. კ.
- სალბი 1 ჩ. კ.
- ვაზელინი 2 ჩ. კ.
მომზადების წესები:
ბალახები დაფქვით ყავის საფქვავში და შეურიეთ ორთქლის აბაზანაზე გამდნარ ვაზელინში. მოცემული იგრედიენტები კარგად შეურიეთ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას და შეიზილეთ დაზიანებულ სახსარზე.
გაითვალისწინეთ სტატიაში მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.