უკვე დიდი ხანია, რაც ალოე ვერას სასარგებლო თვისებები ცნობილია მსოფლიოსთვის. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს, მინერალებს, ამინომჟავებს და ენზიმებს. სწორედ ამიტომაა საჭირო ზუსტად გავიგოთ ის, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ამ მცენარის სასარგებლო თვისებები ჩვენი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად:
იმუნიტეტის გაუმჯობესება
ალოე ვერას წვენი სხეულის დამცავ ფუნქციებს აუმჯობესებს და შეიცავს C ვიტამინს, რომელიც იმუნური სისტემის გაძლიერებაში გვეხმარება. სრული ეფექტის მისაღებად ხსნარი ამ ინგრედიენტებით უნდა მოამზადოთ:
1 ალოეს ფოთოლი
1 ჭიქა წყალი
1 ს/კ თაფლი
აიღეთ გარეცხილი და დაფქვილი ფოთოლი და გახსენით იგი წყალში. შემდეგ დაუმატეთ ნაზავს თაფლი უკეთესი გემოს მისაღებად.
თმის გაძლიერება
ალოე ვერა ასევე თმის გაზრდის, გაძლიერებისა და გალამაზების საკითხებში გვიწევს დახმარებას. მისი გამოყენებით თმის მასკის დასამზადებლად ეს ინგრედიენტებია საჭირო:
1 ალოე ვერას ფოთოლი
1 ს/კ ნუშის ზეთი
გაჭერით შუაზე ფოთოლი და დაფშხვენით ორივე ნახევარი. შეურიეთ ისინი ნუშის ზეთს და წაისვით თმაზე. შემდეგ შემოიხვიეთ პლასტიკური ნაჭერი თავზე 20 წუთის განმავლობაში და ამის მერე ჩამოიბანეთ თმა თბილი წყალით.
კანის მოვლა
ალოე არამარტო კანს ატიანებს და მის ელასტიურობას აუმჯობესებს, არამედ ასევე ანელებს დაბერების პროცესებსაც. დამატებით ამ მცენარის ქიმიური კომპონენტები პიგმენტური წერტილების გაჩენასაც უშლის ხელს. კანის სამკურნალო ლოსიონის დამზადება ამ ინგრედიენტებით შეგიძლიათ:
90 გრამი ალოე ვერას წვენი
3 ს/კ წყალი
5 ს/კ ალკოჰოლი
უმკურნალეთ კანს ყოველდღე ამ ლოსიონით. ამისათვის წაისვით იგი სახეზე და კისერზე, დაელოდეთ 10 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით. ამის მერ შეგიძლიათ წაისვათ დასატენიანებელი კრემი.
ნაწლავების მიკროფლორის გაუმჯობესება
ალოე ვერას წვენი ეფექტური საშუალებაა გაღიზიანებული მუცლის სინდრომის განსაკურნად და ასევე იგი ამშვიდებს ნაწლავების და მუცლის ლორწოვან გარსს. უახლესი გამოკვლევების მიხედვით 30 გრამი ალოე ვერას წვენის დალევა დღეში ორჯერ მნიშვნელოვნად ამცირებს საზიანო სიმპტომებს. ამ მცენარეს ანტიბიოტიკური თვისებებიც გააჩნია, რისი დახმარებითაც იგი წყლულების გამომწვევი ბაქტერიების გამრავლებას უშლის ხელს.
მზის დამწვრობის მკურნალობა
დამწვრობების სწრაფად განსაკურნად შეგიძლიათ აფთიაქში იყიდოთ პროდუქტები, რომლებიც ალოე ვერას შეიცავს. მისი შექმნა სახლშიც შეგიძლიათ, ალოე ვერას ფოთოლის გამოწურვით და მისი სითხის დაზიანებულ კანზე წასმით დღეში სამჯერ.