აღმოსავლეთი განთქმულია სახის მოვლის უძლიერესი რეცეპტებით. ახალგაზრდობისა და სილამაზის ამ საიდუმლოებებს მართლაც, მშვენიერი ეფექტი აქვს. სტატიაში შემოგთავაზებთ სახის თურქული ნიღაბის რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ ღრმა ნაოჭების გაქრობაში. იგრედიენტები ყველასთვის ხელმისაწვდომია. ნიღაბის მომზადება შგიძლიათ საშინაო პირობებშიც.
კანის გაახალგაზრდავება ყველა ქალს შეუძლია, მთავარია სურვილი. დაიმახსოვრეთ, ნიღაბის გამოყენებამდე სახის გაწმენდა სავალდებულოა.
სილამაზის თურქული ნიღაბი
საჭირო იგრედიენტები:
- თაფლი 1 ჩ. კ.
- სოდა 3 ს. კ.
- ვიტამინი E (თხევადი) 1 ჩ. კ.
- დარიჩინი ¼ ჩ. კ.
- რძე ან ნაღები 4 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოუენების წესები:
- მოცემული იგრედიენტები კარგად აურიეთ. მიიღებთ მძიმე მასას.
- ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და წაისვით სქელ ფენად. მოერიდეთ თვალებისა და ტუჩების გარშეო ადგილებს. დაიტოვეთ 15 წუთი.
- შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
- ნიღაბის გამოყენების შემდეგ, გაოცდებით. კანი გაგიხდებათ ნორჩი, გლუვი, ფორები გაგისუფთავდებათ.
- რეკომენდებულია ნიღაბი გამოიყენოთ კვირაში 2-ჯერ, გაიკეთეთ სულ 10 პროცედურა.
ნუ დააყოვნებთ ეზიარეთ აღმოსავლურ საიდუმლოს და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.