
თეთრი სამოსი საკმაოდ მიმზიდველია. ისინი სიქათქათითა და სისპეტაკით სისუფთავის შეგრძნებას ტოვებს. სამწუხაროდ, რამდენიმე გარეცხვის შემდეგ თეთრი ნივთები კარგავს სიქათქათეს და თანდათან ნაცრისფერდება. უამრავი კომერციული მათეთრებელი საშუალების შეძენა არის შესაძლებელი, მაგრამ სასურველ შედეგს ყოველთვის ვერ ვიღებთ.
შემოგთავაზებთ უმარტივეს საშუალებას, რომლის წყალობითაც შეძლებთ სასურველი შედეგის მიღებას.
წყალბადის ზეჟანგი არის ქლორისა და სხვა მათეთრებელი საშუალების საუკეთესო შემცვლელი. შემოგთავაზებთ რამდენიმე მარტივ მეთოდს, როემლთა წყალობითაც შეძლებთ მაქსიმალური ეფექტის მიღებას.
დაგჭირდებათ 3%-იანი წყალბადის ზეჟანგის ხსნარი 1 ს. კ. და 2 ლ წყალი. ძლიერი დაბინძურების შემთხვევაში ნარევს დაამატეთ 1 ჩ. კ. კალცინირებული სოდა.
მომზადების წესი:
- წყალი გააცხელეთ 30-40 გრადუს ტემპერატურაზე, მაგრამ თუ ნივთი ძალიან არის დაბინძურებული, შეგიძლიათ წყალი აადუღოთ. თბილ წყალს დაამატეთ წყალბადის ზეჟანგი და კალცინირებული სოდა, კარგად აურიეთ და ხსნარში ჩააწყვეთ გაყვითლებული ნითები, გააჩერეთ 20 წუთი, ხოლო 65-70 გრადუსზე_10 წუთი. ნარევს კარგად აურიეთ, რათა პროცესი წარიმართოს თანაბრად. პროცედურის დასრულების შემდეგ ნივთები გაავლეთ სუფთა წყალში.
- 5 ლ წყალზე დაგჭირდებათ 2 ს. კ. წყლბადის ზეჟანგი და 1 ს. კ. ამიაკის სპირტი. წყალი ჩაასხით სპეციალურ ქვაბში და აადუღეთ, დაამატეთ წყალბადის ზეჟანგი, ამიაკის სპირტი, აურიეთ და ჩააწყვეთ გასათეთრებელი ნივთები, რა თქმა უნდა თუ დასაშვებია ქსოვილისთვის მოცემული ტემპერატურა. სამოქმედოთ გააჩერეთ 30 წუთი, შემდეგ კი სუფთა წყლით გაავლეთ.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და დაუბრუნეთ თქვენს თეთრ ნივთებს სიქათქათე.