დღეს ჩემი კანი სრულიად თავისუფალია ლაქებისგან, რაც მარტივი და ხელმისაწვდომი საშინაო რეცეპტის დამსახურებაა

შემოგთავაზებთ ლიმონის წვენის ბაზაზე მომზადებული საცხის რეცეპტს, რომელიც აღიავებს მუქ ლაქებს, ებრძვის აკნეს, ათანაბრებს კანის ტონს, ატენიანებს და კვებავს კანს. ლიმონმჟავა კანის გასაწმენდად საუკეთესო საშუალებაა, ბუნებრივი მათეთრებელია. ლიმონის წვენი აუცილებლად გამოიყენეთ სხვა ინგრედიენტებთან კომბინაციაში, რადგან სუფთა ლიმონის წვენი კანს ძალიან გამოგიშრობთ.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ლიმონის წვენი 1 ს. კ.
  • ნუშის ზეთი ნახევარი ჩ. კ.
  • ალოე ვერას გელი ნახევარი ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ლიმონის წვენს დაამატეთ ალოე ვერას გელი, ნუშის ზეთი და კარგად აურიეთ. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.

ყოველ საღამოს, ძილის წინ, მოამზადეთ ახალ-ახალი და მომზადებისთანავე წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ მთელი ღამე. დილით სახე დაიბანეთ  თბილი წყლით.

გამოიყენეთ კანის მოვლის ბუნებრივი საშუალებები და იზრუნეთ, რომ გქონდეთ ლამაზი და მოვლილი სახის კანი.