დისახლისის მოვალოებები საკმაოდ რთულია. მისი დღის რეჟიმი ძალიან დამქანცველი და ერთფეროვანია. სახლის დალაგება, სისუფთავე, პროდუქტის შეძენა, მომზადება და მთელი რიგი სხვა საქმეები. მათი შრომა მაღალ ანაზღაურებას იმსახურებს, მაგრამ სამწუხაროდ, ამაზე ძალიან ცოტა თუ ფიქრობს. დისახლისის მრავალ საზრუნავს შორის ერთ-ერთი მთავარი გახლავთ სახლის საიამოვნო სურნელით გაჯერება, რომელიც მის მყუდრო გარემოს კიდევ უფრო მეტ ხიბლს ჰმატებს.
შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა სურნელის არომატიზატორები ან თქვენ თვითონ მოამზადოთ იაფი, მაგრამ სასიამოვნო საშუალებები.
საჭირო იგრედიენტები:
- სოდა 1 ს. კ.
- 3 ჩ. ჭ. ცხელი წყალი
- ქსოვილის დამარბულებელი საშუალება 3 ს. კ.
- პულველიზატორიანი ბოთლი
მომზადების წესები:
- ბოთლში ჩაასხით დამარბილებელი საშუალება, რომელსაც შეარჩევთ თქვენთვის საყვარელი არომატის მიხედვით.
- დაამატეთ ცხელი წყალი.
- ჩაყარეთ სოდა. ბოთლს მჭიდროდ დაახურეთ თავი და შეანჯღრიეთ, რომ იგრედიენტები კარგად გაიხსნას.
როცა საშინაო პირობებში მომზადებული აეროზოლი მზად იქნება, მოაფრქვიეთ მთელ სახლში. ეს საშუალება არ მიაყენებს ზიანს არც ავეჯს, არც კედლებს. ამავე დროს ის ძალიან იაფი და მარტივი მოსამზადებელია. მისი წყალობით თქვენს სახლში მუდამ სასიამოვნო სურნელი იტრიალებს.