პიგმენტური ლაქები რამდენიმე პროცედურაში ნაკლებად შესამჩნევი რომ გახდეს, გამოიყენეთ ხელმისაწვდომი საშუალებები

სამწუხაროდ, ყველა ადამიანს არ შეუძლია დაიკვეხნოს კანის თანაბარი, ერთნაირი ფერით. ამ პრობლემის მოსაგვარებელი უამრავი კოსმეტიკური საშუალება არსებობს. მაგრამ აქვს კი ყველას ძვირადღირებული საშუალებებისა და კოსმეტიკური პროცედურების შესაძლებლობა?

საბედნიეროდ, არსებოსბს ყველასთვის ხელმისაწვდომი საშუალებები, რომელთა წყალობით შეძლებთ კანის გათეთრებას, პიგმენტური ლაქების გაღიავებას.

საშუალება № 1 – კენკრის წვენი

აიღეთ კენკროვნები: შავი ან წითელი მოცხარი, ან მოცვი, ან კალინა წითელი. გამოწურეთ წვენი, გააჯერეთ მარლის საფენი  და გაიკეთეთ კომპრესი. გააჩერეთ 15 წუთი, შემდეგ დაიბანეთ.

საშუალება № 2 – სოდა

სოდა საუკეთესო დამხმარეა. აიღეთ 1 ჩ. კ. სოდა და დააწვეთეთ რამდენიმე წვეთი წყალი ისე, რომ ფაფისებური მასა მიიღოთ. მომზადებული მასა დაიტანეთ დაზიანებულ ადგილებზე, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

საშუალება № 3 – ნიორი

ნივრის შემადგენლობაში შემავალი ეთერზეთი ეფექტურად უმკლავდება მოცემულ დავალებას. ათეთრებს კანს, აღიავებს პიგმენტურ ლაქებს. აიღეთ ნივრის კბილი, გაჭერით შუაზე და სახის კანზე წაისვით. პროცედურა შეგიძლიათ დღეში რამდენჯერმე გაიმეორეთ.

საშუალება № 4 – ლიმონის წვენი

თუ თქვენ ციტრუსებზე ალერგია არ გაქვთ, მაშინ სცადეთ შემდეგი მეთოდი: აიღეთ 1 წილი არაჟანი და 1 წილი ლიმონის წვენი. კარგად აურიეთ. ნარევი დაიტანეთ სახის კანზე და 15 წუთი გაიჩერეთ. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

მეხუთე № 5 – სელენისა და თუთიის შემცველი პროდუქტები

პიგმენტური ლაქები შეიძლება გამოწვეული იყოს ამ ორი ნივთიერების ნაკლებობით. თქვენი კვების რაციონი გააჯერეთ სელინისა და თუთიის შემცველი პროდუქტებით: ზღვის პროდუქტები, შვრია, ბარდა, რძე, ოსპი, ღვიძლი, სეზამი.

ეს პროდდუქტები დაგეხმარებათ კანის აღდგენასა და ასაკობრივი ლაქების შემცირებაში.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, ძვირადღირებული კოსმეტიკური საშუალებების გარეშე გაითანაბრეთ სახის კანის ფერი და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.