არაჟნის კრემით გაჯერებული ნაზი, გემრიელი და წვნიანი პეროგი, რომელიც აუცილებლად შეგიყვარდებათ

შემოგთავაზებთ არაჟნის კრემით გაჯერებული საოცრად გემრიელი და ნაზი პეროგის რეცეპტს, რომელიც უმარტივესი მოსამზადებელია. ცადეთ, მოამზადეთ და დარწმუნდით, რომ პეროგი თქვენი ოჯახის უსაყვარლესი დესერტი გახდება.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 300 გრ ხაჭო
  • 3 კვერცხი
  • 250 გრ მაიონეზი
  • 1 ჩ. ჭ. შაქარი
  • 2 ჩ. ჭ. ფქვილი
  • 1 ჩ. კ. სოდა

კრემისთვის დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1 ჩ. ჭ. არაჟანი
  • ვანილი
  • შაქარი 0,5 ჩ. ჭ.

მომზადების წესი:

  1. ხაჭოს დაამატეთ კვერცხი და ათქვიფეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა, დაამატეთ მაიონეზი, შაქარი, სოდა. ყველაფერი კარგად აურიეთ და ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი. მიიღებთ სქელი არაჟნის სისქის ცომს.
  2. ღუმელი ჩართეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი, მოაყარეთ ფქვილი, გადაიტანეთ ცომი და თანაბრად გაანაწილეთ. გამოსაცხობად დასჭირდება 40-45 წუთი.
  3. ბისკვიტი ფორმიდან მაშინვე არ ამოიღოთ, ოდნავ შეაგრილეთ და შემდეგ ამოიღეთ. გაგრილების შემდეგ ბასრი დანით ფრთხილად გაჭერით შუაზე ისე, როგორც ბისკვიტებს ვყოფთ ორ ნაწილად.
  4. ამზადებთ კრემს. არაჟანი და შაქარი აურიეთ, დაამატეთ ვანილი და ათქვიფეთ მიქსერით. მომზადებული კრემით (ცოტა დაიტოვეთ ზემოდან გადასასმელად) შეაერთეთ ფენები, შემდეგ ზემოდანაც გადაუსვით დარჩენილი კრემი და მოაფრქვიეთ შაქრის ფხვნილი ან მორთეთ თქვენი სურვილისამებრ.

პეროგი მაშინვე არ დაჭრათ, დაელოდეთ, რომ კრემი გაუჯდეს. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!