ოჯახური გარემო, უქმეები, გულთბილი საუბრები, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ჩაის საოცარი არომატი და აუცილებლად დაგჭირდებათ რაღაც ნუგბარი, რომელიც კიდევ უფრო მეტად დაატკბობს გარემოს.
სტატიაში გაგიზიარებთ საკუთარ გამოცდილებას და შემოგთავაზებთ უგემრიელესი, ორიგინალური ბისკვიტის რეცეპტს, რომლის მომზადება უმარტივესია.
პროდუქტების შერჩევისას მიაქციეთ ყურადღება კვერცხს, რომელიც აუცილებლად ახალი უნდა იყოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ბისკვიტი არ გამოგივათ და ცილა არ აითქვიფება. იმისათვის, რომ ნაცხობი იყოს ჰაეროვანი და მსუბუქი, ცომს დაამატეთ გამაფხვიერებელი ან სოდა.
ბისკვიტი ,,ღრუბელი“
საჭირო იგრედიენტები:
- კვერცხი 2 ცალი
- მარილი მწიკვი
- რძე ნებისმიერი ცხიმიანობის 0,5 ს. კ.
- შაქარი 0,5 ჩ. ჭ.
- უმაღლესი ხარისხის ფქვილი 80 გრ
- სოდა ¼ ჩ. კ.
- ლიმონის წვენი
- ლიმონის ქერქი
- სახამებელი 1 ს. კ.
- კარაქი ან ზეთი (ფორმის გასაპოხად)
ინსტრუქცია:
1. აიღეთ 2 თასი და ცალ-ცალკე მოათავსეთ კვერცხის გული და ცილა. ორივე თასს თანაბარი რაოდენობით დაამატეთ შაქარი.
2. ცილა მიქსერით კარგად ათქვიფეთ. ამ პროცედურისთვის სულ რაღაც 5 წუთამდე დაგჭირდებათ.
3. კვერცხის გული და შაქარი ათქვიფეთ ცალკე ჭურჭელში, შემდეგ დაუმატეთ რძე და მარილი.
4. გახეხეთ ლიმონის კანი. ლიმონის კანი არ არის ძირითადი იგრედიენტი, მაგრამ თუ გამოიყენებთ ბისკვიტს საოცარ არომატს შეჰმატებთ.
5. კვერცხის გულის მასაში დაამატეთ ფქვილი, სახამებელი, სოდა და ლიმონის წვენი.
5. ცილის ათქვეფილი მასა დაუმატეთ გულის მასას და ყველაფერს ერთად კიდევ ერთხელ კარგად გადაურიეთ.
6. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი ან ზეთი, შეგიძლიათ მოაყაროთ მანანის ბურღული.
7. ცომი ფრთხილად გადაიტანეთ ფორმაში და 40 წუთით შედეთ ღუმელში. ბისკვიტი გამოაცხვეთ 190 გრადუს ტემპერატურაზე.
მომზადებულ ჰაეროვან ნამცხვარს შეგიძლიათ ზემოდან გადაუსვათ ორთქლზე გამდნარი თეთრი ან შავი შოკოლადი, ან მოაფრქვიოთ შაქრის ფხვნილი. საოცარი სურნელი იტრიალებს თქვენს სამზარეულოში და ჩაის სასიამოვნო არომატს ჰარმონიულად შეერწყმება თქვენი კულინარიული შედევრიც.
მოამზადეთ უგემრიელესი ბისკვიტი და უსაყვარლეს ადამიანთა გარემოცვაში გემრიელად მიირთვით.