ყველა ქალბატონს სურს, რომ სახის კანს დაუბრუნოს სინორჩე და ელასტიურობა, თავი დააღწიოს აბეზარ ნაოჭებს.
შემოგთავაზებთ უმარტივესს და ყველასთვის ხელმისაწვდომი ნიღაბის რეცეპტს, რომლის შედეგიც აღგაფრთოვანებთ. ნიღაბი უმოკლეს დროში აახალგაზრდავებს სახის ისე, რომ მეგობრებიც ვეღარ გიცნობენ.
გამოიყენეთ ჟოჟობას ზეთის ნიღაბი ყველა ტიპის კანისთვის.
ნიღაბის შემადგენლობაში შედის ამინომჟავები, ცილები, რომლებიც ნიღაბს კოლაგენის ეფექტით აჯერებს. ჟოჟობას ზეთი ატენიანებს და კვებავს კანს.
ნიღაბის შემადგენლობაში შედის ლიმონის წვენი, რისი წყალობითაც გაგიღიავდებათ ჭორფლი და პიგმენტური ლაქები.
მაშრალი კანი გაქვთ? მაშინ ნიღაბს არ დაამატოთ ლიმონის წვენი და გაიკეთეთ ის კვირაში ერთხელ.
საჭირო იგრედიენტები:
- ჟოჟობას ზეთი 1 ს. კ.
- 1 ცალი კვერცხის გული
- ლიმონის წვენი 1 ს. კ.
- თხელი თაფლი 1 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- აურიეთ კვერცხის გული, ლიმონის წვენი და თაფლი.
- დაამატეთ თბილი ჟოჟობას ზეთი.
- ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახეზე.
- 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.
ნუ გადაიხდით ზედმეტს, მოამზადეთ ნატურალური იგრედიენტებით გაჯერებული საოცრად ეფექტური ნიღაბი და
დატკბით თქვენი კანის სინორჩითა და სილამაზით.