ასაკობრივი ლაქები სწრაფადვე გაღიავდება, ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში კი ბოლომდე გაქრება, თუ მარტივ საშუალებებს გამოიყენებთ

612

ცუდი კვება, გარემო ფაქტორები, მზის გადაჭარბებული ზემოქმედება, დეჰიდრატაცია, უხარისხო კოსმეტოლოგიური საშუალებები_ ეს იმ ფაქტორთა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს კანის მდგომარეობაზე.

თუ არ გსურთ კანის მდგომარეობის გაუარესება, მუდმივად უნდა იზრუნოთ მასზე და ხელი შეუშალოთ ნაოჭების,  ასაკობრივი ლაქების წარმოქმნა.

სტატიაში შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტების ბაზაზე მომზადებული ხელნაკეთი ლოსიონების რეცეპტებს. კიტრის, ლიმონისა და ვაშლის ძმრის ბაზაზე მომზადებული ლოსიონები აფერხებს კანის დაბერების პროცესს.

რეკომენდებულია ლოსიონების დღეში 2 ჯერ, დილა-საღამოს,  გამოყენება.

დილით სახე დაიბანეთ ცივი წყლით და დაიტენიანეთ ლოსიონით. ძილის წინ მოიშორეთ მაკიაჟი და შემდეგ წაისვით ლოსიონი.

ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებრივი ტონიკების შერჩევა, რომლებიც არ არის ალკოჰოლის ბაზაზე მომზადებული და არ შეიცავს კანისთვის საზიანო სხვა აგრესიულ ინგრედიენტებს, რადგან ეს სინთეზური ნაერთები ცვლის კანის ბუნებრივ pH-ს, რაც ტოქსიკურ ნივთიერებებს ფორებში შეღწევის საშუალებას აძლევს და საბოლოოდ აუარესებს სახის კანის მდგომარეობას.

სტაფილო

სტაფილოს ტონიკი იცავს კანს მზის ზემოქმედებისგან. სტაფილოს შემადგენლობაში შედის ბეტა-კაროტინი, რომელიც ათანაბრებს კანის ტონს.

საუკეთესო მეთოდია ჩაიტაროთ ორმაგი, გარეგანი და შინაგანი, მკურნალობა. ყოველ დილით, საუზმის წინ, დალიეთ 1 ჭიქა  სტაფილოს წვენისა და წყლის ნარევი. მოცემული ინგრედიენტები აიღეთ თანაბარი რაოდენობით.

წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე ბამბის ფირფიტით წაისვით სტაფილოს წვენისა და წყლის ნარევი. სამოქმედოდ დაიტოვეთ 15 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ მინერალური წყლით.

პროცედურის ბოლოს დატენიანებულ კანზე წაისვით ქოქოსის ზეთი. ქოქოსის ზეთი ეფექტურად იცავს კანს მზის მავნე ზემოქმედებისგან.

კიტრი

კიტრი შეიცავს წყალს. სწორედ ამიტომ, ის ატენიანებს, ამშვიდებს კანს, განსაკუთრებით სასარგებლოა შეშუპებული ქუთუთოებისთვის.

შეგიძლიათ კიტრის რამდენიმე გზით გამოყენება:

  • კიტრის ნაჭერი წაისვით სახის კანზე
  • წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე ბამბის ტამპონით წაისვით კიტრის წვენი
  • სახის კანზე შეიზილეთ კიტრის წვენისგან მომზადებული ყინულის კუბიკი.

ვაშლის ძმარი

ეს უმარტივესი ლოსიონი არის, რომელსაც მშვენიერი სქესის წარმომადგენლები უძველესი დროიდან იყენებდნენ. უბრალოდ გჭირდებათ ხარისხიანი, უმჯობესია გამოიყენოთ შინ მომზადებული ვაშლის ძმარი.

ხელნაკეთი ლოსიონის მოსამზადებლად აიღეთ 1 წილი ვაშლის ძმარი და 4 წილი გაფილტრული წყალი. ნარევი ბამბის ტამპონით წაისვით წინასწარ გაწმენდილ კანზე.

როზმარინი

როზმარინიც უძველესი დროიდან გამოიყენება კანის პრობლემათა აღმოსაფხვრელად. უძლიერესი სამკურნალო მცენარეა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და აახალგაზრდავებს კანს.

როზმარინის ლოსიონის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • როზმარინის გამომშრალი ფოთლები 1 ს. კ.
  • ვაშლის ძმარი 1 ჩ. ჭ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოსამზადებლად დაგჭირდებათ მინის ქილა. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და გააჩერეთ 7-10 დღე. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, როზმარინის ნაყენის 1 ჩ. კ. გახსენით 2 ს. კ. გაფილტრულ წყალში და ბამბის ტამპონით წაისვით სახის კანზე. პროცედურა გაიმეორეთ დღეში 2-ჯერ. სასურველ შედეგს ძალიან მალე მიიღებთ.