ჭარხლისა და კეფირის დიეტა განსაკუთრებით მოხიბლავს მათ, ვისაც სურს, რომ მოკლე დროში მოიშოროს ზედმეტი და ჩაიტაროს ორგანიზმის დეტოქსიკაცია, და მათ ვისაც სურს, რომ ძალიან სწრაფად შეიმციროს წონა 1-2 კილოგრამით.
კვების რეჟიმის ძირითადი პრინციპები:
- 3-დღიანი დიეტის დროს რაციონიდან ამოიღეთ პროდუქტები: რძე, ხორცი, ბოსტნეული (ჭარხლის გარდა), ხილი, ტკბილეული, ალკოჰოლი და სწრაფი კვების პროდუქტები.
- სამი დღის განმავლობაში მიიღეთ მხოლოდ ჭარხალი, კეფირი და წყალი.
- გამოიყენეთ 1 %-იანი კეფირი.
- გამოიყენეთ დღეში 1 კგ უმი ან მოხარშული ჭარხალი.
- თუ გსურთ, მიირთვათ უმი ჭარხალი სალათის სახით, შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა ზეთი და მარილი.
- თუ მოხარშული ჭარლის მიღებას გადაწყეტთ, მაშინ მიირთვით ყოველგვარი დანამატების გარეშე.
- დღის განმავლობაში შეგიძლიათ მიირთვათ წყალი 1 ლიტრს ზემოთ განუსაზღვრელი რაოდენობით.
- შეგიძლიათ მიირთვათ მწვანე ჩაი.
თუ ჭარხალი ან კეფირი მოგბეზრდათ, მოამზადეთ გემრიელი კოქტეილი, რომლის რეცეპტსაც ქვემოთ იხილვთ.
ჭარხლისა და კეფირის კოქტეილის რეცეპტი
საჭირო იგრედიენტები:
- ჭარხალი
- კეფირი
მომზადების წესი:
ჭარხალი გახეხეთ და გამოწურეთ წვენი. ჭარხლის წვენი და კეფირი დააბლენდერეთ და გემრიელი კოქტეილიც მზად არის.
ჭარხლითა და კეფირით გაწმენდის უპირატესობები:
- სამ დღეში გაიწმენდთ კუჭ-ნაწლავის სისტემას.
- ჭარხალს აქვს მსუბუქი საფაღარათო საშუალების ეფექტი და გაგათავისუფლებთ ყაბზობისგან.
- ორგანიზმიდან ზედმეტის გამოდევნასა და გაწმენდას შედეგად მოჰყვება წონაში დაკლებაც.
- კეფირი ცნობილია სასარგებლო თვისებებით: აუმჯობესებს ნაწლავის ფუნქციონირებას, მიკროფლორას, შეიცავს საკმაო რაოდენობით ცილებსა და ნახშირწყლებს.
- ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი ჭარხალი სასარგებლოა მათთვის ვისაც სისხლძარღვების პრობლემა აქვთ.
- ბოჭკოვანი შემცველობის წყალობით ჭარხალი დადებითად მოქმედებს ნაწლავების მუშაობაზე და წმენდს დაგროვილი ტოქსინებისგან.
- 3-დღიანი გაწმენდის წყალობით გათავისუფლდებით ზედმეტი კილოგრამებისგან, გაიწმენდთ საჭმლის მომნელებელ სისტემას და განწყობაც გაგიუმჯობესდებათ.
გაითვალისწინეთ სტატიაში მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.