ადამიანის ორგანიზმი ყოველდღიურად მრავალ ტოქსიკურ და მავნე ნივთიერებას აწყდება. ისინი არის ჰაერში, საკვებში.
ტოქსინები გროვდება ნაწლავებში, ღვიძლში, თირკმელებში, ამიტომ თითოეული ადამიანი ვალდებულია პერიოდულად გაიწმინდოს ორგანიზმი ტოქსიკური ნივთიერებებისგან.
ჯანმრთელი ორგანიზმისა და ძლიერი იმუნიტეტის მთავარი ფაქტორი ნაწლავის სწორად ფუნქციონირებაა.
იმისათვის, რომ მსხვილი ნაწლავიდან გამოდევნოთ დაგროვილი ნარჩენები, ლორწო, ტოქსინები შეგიძლიათ გამოიყენოთ მარტივი, ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული დეტოქს წვენები.
შემოგთავაზებთ გამწმენდი სასმელის რეცეპტს, რომლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ყველასთვის ხელმისაწვდომი ინგრედიენტები:
- ვაშლის წვენი (ნატურალური) ½ ჩ. ჭ.
- ლიმონის წვენი 2 ს. კ.
- ზღვის მარილი ½ ჩ. კ.
- გახეხილი ჯანაფილი ½ ჩ. კ.
- წყალი ½ ჩ. ჭ.
მომზადების წესი:
წყალი გააცხელეთ, დაამატეთ მარილი და მოურიეთ, შემდეგ დაამატეთ ვაშლის წვენი, ჯანჯაფილი, ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ.
მიღების წესი:
ერთჯერზე მომზადებული ნარევი გაყავით სამ ნაწილად და მიიღეთ უზმოზე, მეორედ-საუზმიდან რამდენიმე საათის შემდეგ და მესამედ-სადილამე. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 2-3 დღე.
მომზადეთ დეტოქს სასმელი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.