კვლევა აჩვენებს, რომ რეგულარულად 8 საათი ძილი ნამდვილად არ არის ფუფუნება, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ცხოვრების ჯანსაღი წესია. საკმარისი ძილის არარსებობამ შეიძლება სერიოზულად იმოქმედოს თქვენს გონებრივ, ემოციურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ აშშ–ში ადამიანების მხოლოდ 40%-ს სძინავს საკმარისად.
მოდით ვნახოთ, რა ხდება როდესაც ძილის ნაკლებობას განიცდით.
სიახლეებს უფრო მარტივად ითვისებთ
თუ არ გძინავთ საკმარისად, ეს გავლენას იმაზე, თუ რამდენად შეძლებთ კონცენტრირება მოახდინოთ ახალ უნარ-ჩვევებზე. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ძილის დროს ჩვენ ვამუშავებთ ახალ ინფორმაციას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენი გონება და სხეული უკეთესად მუშაობს დილით მას შემდეგ, რაც სათანადოდ დაისვენებთ. ეს ეხება ნებისმიერ სიახლეს, როგორც სწავლას ასევე სპორტს.
უფრო კარგად გააცნობიერებთ ყველაფერს
თქვენი კონცენტრაცია, ფოკუსირება და პრობლემების გადაჭრის უნარი ოპტიმალურ დონეზე იფუნქციონირებს. შეგიძლიათ უფრო მკაფიოდ იფიქროთ და უფრო სწრაფად მიიღოთ გადაწყვეტილებები.
თქვენს წონას უფრო ადვილად გააკონტროლებთ.
ამ კვლევებმა აჩვენა, რომ სანამ ჩვენ გვძინავს, გამოვყოფთ ჰორმონს, რომელსაც ეწოდება ლეპტინი. ის ეუბნება ჩვენს სხეულს, რომ ჩვენ ვართ სავსე და რომ აღარ გვჭირდება საჭმელი. როდესაც არ საკმარისი რაოდენობით არ გვძინავს, ის წონასწორობიდან გამოდის და იწყება მადის მომატება.
თქვენი ჯანმრთელობა გაუმჯობესდება.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საკმარისი ძილი არამარტო შეამცირებს სტრესის დონეს, არამედ ხელს უშლის მაღალი წნევას და ქოლესტერინის მომატებას. ძილის დაქვეითებამ შესაძლოა ყველა სახის გულის დაავადება გამოიწვიოს.
თქვენ შეიძლება თავიდან აიცილოთ დიაბეტის განვითარება.
ჩატარებულმა კვლევებმა დაადგინეს, რომ ძილი მოქმედებს სისხლში შაქრის დარეგულირებასა და ინსულინისადმი მგრძნობელობში, შედეგად კი, მე -2 ტიპის დიაბეტის პროფილაქტიკა ხდება. როგორც ჩანს, ამისათვის ძილის „ღრმა“ ეტაპი განსაკუთრებით გადამწყვეტია და თუ ძილის დრო შეამცირებთ, სავარაუდოდ გამოტოვებთ ამ მნიშვნელოვან ნაწილს.
სწრაფად დააღწევთ თავს გაციებას.
ძილის დროს გრძნობთ, რომ ავად ხართ? კვლევებმა დაამტკიცა, რომ ძილის დროს ჩვენი იმუნური სისტემა ყველაზე ეფექტურია ბაქტერიების წინააღმდეგ საბრძოლველად.
თქვენი კანი უკეთესი გახდება.
ჩვენი კანი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ძალიან კარგი მაჩვენებელია. ის ჩვენი ყველაზე დიდი ორგანოა და მუდმივი ზემოქმედების ქვეშ ექცევა. მასზე გავლენას ახდენს ამინდი, ულტრაიისფერი სხივები, მტვერი და მზე, ხოლო როდესაც ჩვენ გვძინავს, ჩვენი კანი თავისით უმჯობესდება.
თქვენ გახდებით უფრო უსაფრთხო მძღოლი.
საჭესთან ყოფნისას ერთხელ მაინც გვიგვრძვნია, რომ ძალიან დავიღალეთ. და მიუხედავად იმისა, რომ ხშირად არჩევანი არ გვაქვს და ამ მდგომარეობაში მანქანის მართვა გვიწევს, უნდა დავალაგოთ პრიორიტეტები. კვლევამ აჩვენა, რომ მძღოლები, რომლებსაც არ ეძინათ საკმარისად, უფრო მეტს ჰგავდნენ ალკოჰოლ დამოკიდებულ მძღოლებს.
თქვენი ბალანსი გაუმჯობესდება.
საკმარისი ძილის დროს, თქვენი კოორდინაცია და წონასწორობა უმჯობესდება, რაც ყველა სახის ფიზიკურ დაზიანებასა და უბედური შემთხვევისგან დაგიცავთ.
რამდენი საათი გძინავთ დღეში? მოგვიყევით კომენტარებში თქვენი მოსაზრებები.