ძვირფასო ქალბატონებო, თქვენ შეუდარებელი დიასახლისები ბრძანდებით, მაგრამ სტატიაში შემოთავაზებული მეთოდები გაგაოცებთ, შედეგი კი აღგაფრთოვანებთ.
შემოგთავაზებთ სასარგებლო რჩევებს, როგორ გავრეცხოთ ნივთები ისე, რომ შევუნარჩუნოთ ფერიც და ზომაც.
- გარეცხვის დროს აუცილებლად ამოაბრუნეთ ტანსაცმელი. თქვენ ფიქრობთ, რომ წინა მხრიდან ტანსაცმელს უკეთესად გარეცხავთ. ეს არ არის სწორი. შედეგად კი იმას მიიღებთ, რომ სამოსს ფერს გაუხუნებთ, ხოლო ღილები და ელვა შესაკრავები მთელი რეცხვის დროს მანქანის კარზე უსიამოვნო ხმას გამოსცემს.
- აუცილებლად შეკარით ღილები, ელვა და ისე შედეთ ტანსაცმელი მანქანაში, რათა სხვა სამოსიც არ დააზიანოთ.
- დალაქავებულ ტანსაცმელს, განსაკუთრებით კი ცხიმის, კეტჩუპის ლაქებს დაასხით ჭურჭლის სარეცხი საშუალება, დააყოვნეთ 5 წუთი და შემდეგ გარეცხეთ.
- გსურთ მუქი ფერის ტანსაცმელს შეუნარჩუნოთ ფერი, სხივი და მუდმივად ახალშეძენილივით გამოიყურებოდეს? მაშინ პატარა საიდუმლოს გაგიმხელთ. მუქი ფერის ნივთები ერთად შეაყარეთ დოლურაში და პირდაპირ სამოსზე დაასხით ძლიერი ყავა ან მაგარი შავი ჩაი. რეცხვაც შედარებით იაფი დაგიჯდებათ.
- არც თეთრ სამოსს დავტოვებთ უყურადღებოდ და შემოგთვაზებთ მარტივ მეთოდს. თეთრ ნივთებს სიყვითლემ და ნაცრისფერმა დაჰკრა? არ ინერვიულოთ, ასპირინი-უძლიერესი, უიაფესი საშუალებაა. აიღეთ 5 აბი ასპირინი, დაფხვენით და დაამატეთ სარეცხის ფხვნილს. შედეგი გაგაოცებთ. თუ თეთრი სამოსი დალაქავებულია ჩაალბეთ ასპირინით გაჯერებულ წყალში (1 ლ წყალზე 1 აბი ასპირინი) და მთელი ღამით დაატოვეთ. შემდეგ კი ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.
- დალაქავებული თეთრი ნივთების გარეცხვამდე გირჩევთ, გამოიყენოთ ლიმონისა და სოდის ნარევი. აიღეთ 1 წილი ლიმონის წვენი და 1 წილი სოდა, აურიეთ, დაიტანეთ ლაქებზე, დააყოვნეთ 15 წუთი, შემდეგ კი ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.
- გიყვართ თქვენი ფერადი მაისურები, კაბები და სხვა ნივთები. გსურთ, რომ მათ დიდი ხნით შეუნარჩუნდეს ხასხასა ფერები. ამისთვის მარილი გამოიყენეთ. მარილი აღწევს ქსოვილის ბოჭკოებში და უნარჩუნებს მათ ფერებს.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და საქმე გაიმარტივეთ.