ჩემი ოჯახის წევრები დილით ჩაისთან ერთად გემრიელი ტკბილეულის ჭამაზე გიჟდებიან. კექსის კარგ რეცეპტს დიდი ხანია ვეძებდი, რომ სწრაფად და მარტივად გემრიელი და რბილი მაფინები გამომეცხო. მომზადების ეს მეთოდი დაქალმა მასწავლა. მისი საფირმო საოჯახო რეცეპტია და გაზიარებისთვის ძალიან მადლობელი ვარ.
მაფინები არომატული, ნაზი, ძალიან გემრიელი, შიგნით რბილი და გარედან ხრაშუნა ქერქით გამოდის. არაჟანზე ვამზადებ და სილიკონის ფორმებში ვაცხობ. თქვენ შეგიძლიათ ქაღალდის ან რკინის ფორმები გამოიყენოთ იმის მიხედვით, თუ რა გაქვთ.
მაფინები არაჟნით სილიკონის ფორმებში
დღეს გიამბობთ, თუ როგორ გამოაცხოთ ნაზი მაფინები არაჟნის საფუძველზე. დამწყებსაც კი პირველივე ცდაზე გამოუვა.
ინგრედიენტები:
- 2,5 ჭიქა ფქვილი
- 100 გრ კარაქი
- 3 კვერცხი
- 1 ჭიქა არაჟანი
- 1 ჭიქა შაქარი
- 1 ჩ/კ სოდა
- 4,5 ს/კ ქიშმიში
- მწიკვი მარილი
მომზადება:
1. მოსახერხებელ თასში კვერცხი შაქართან ერთად ათქვიფეთ, მწიკვი მარილი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
2. კვერცხის ნარევს არაჟანი და სოდა დაუმატეთ, აურიეთ.
3. კარაქი წყლის ორთქლზე ოდნავ შეათბეთ, რომ რბილი გახდეს ან წინასწარ მაცივრიდან გამოიღეთ, რომ მაგიდაზე 1 საათი გააჩეროთ.
რბილი კარაქი დაუმატეთ და სათქვეფელით აურიეთ. ცოტ-ცოტა გაცრილი ფქვილი დაუმატეთ. აურიეთ და ცომი მოზილეთ.
4. ქიშმიში გარეცხეთ და ქაღალდის პირსახოცზე გააშრეთ. ქიშმიშს ცოტა ფქვილი მოაყარეთ და ცომს დაუმატეთ. კარგად აურიეთ.
5. მაფინების სილიკონის ფორმებს მზესუმზირას ზეთი წაუსვით და საცხობ ფორმაზე დააწყვეთ.
6. ფორმებში ცომი ჩაასხით, ბოლომდე არ გაავსოთ, რადგან ცხობის დროს ზომაში გაიზრდება.
7. მაფინები წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 35 წუთით აცხვეთ.
8. ესეც ასე, მაფინები არაჟნით მზადაა. გემრიელად მიირთვით!
ეს შესანიშნავი რეცეპტი შეინახეთ და მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.