თმის ეს ნიღბები მარტივად მოგიგვარებთ საფარის შეთხელების პრობლემას

963

ფეხმძიმობისა და ლაქტაციის პერიოდის დამთავრების შემდეგ შევამჩნიე, რომ თმა საგრძნობლად მცვიოდა. ეს პრობლემა არასდროს მაწუხებდა, მაგრამ როგორც ეტყობა ორგანიზმში მომხდარმა ჰორმონალურმა ცვლილებებმა გამოიწვია. ავფორიაქდი, რადგან გამელოტებამდე არაფერი მაკლდა. მოვიძიე უამრავი რეცეპტი, ვარჩევდი ყველაზე ეფექტურ საშუალებებს, ბევრი მათგანი გამოვიყენე და დავადგინე, თუ რომელია ამ პრობლემის გადასაჭრელად ყველაზე ეფექტური საშუალებები.

შემოგთავაზებთ ხალხური მედიცინის უძლიერეს რეცეპტს, რომელთა საშუალებით მე სასურველ შედეგს მივაღწიე.

ხახვის ნაყენი

1-2 ცალი ხახვი დააბლენდერეთ და შემდეგ მარლაში გაწურეთ, დაამატეთ ცხარე წითელი წიწაკა და 1 ს. კ. ნუშის ზეთი (კანი რომ არ დაგეწვათ). მოცემული იგრედიენტები აურიეთ და დღეში 3-4-ჯერ შეიზილეთ თავის კანზე, საღამოს კი დაიბანეთ. ამ საშუალების წყალობით თმა გაიზრდება და საგრძნობლად  მოიმატებს შეთხელებული მოცულობა.

იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ კანზე გღიზიანება, აუცილებლად შეამოწმეთ ნაყენის კომპონენტებისადმი მგრძნობელობა.

ხახვი და ნიორი

კიდევ ერთი საუკეთესო რეცეპტი, რომელიც საკუთარ თავზე გამოვცადე, ეს არის ხახვისა და ნივრის ნარევი. აიღეთ თითო თავი ხახვი და ნიორი, გაატარეთ, აურიეთ და დღეში 2-ჯერ კარგად შეიზილეთ თავის კანზე, საღამოს კი დაიბანეთ. ნარევის რეგულარულად გამოყენების შემდეგ მალე მიიღებთ ეფექტურ შედეგს.

ზეთით დამუშავება

თმის გაზრდას დიდი დრო სჭირდება. თუ გსურთ, რომ ეს პროცესი დაასწრაფოდ, გამოიყენეთ შემდეგი საშუალება. 10-10 მლ ნუშის, ქოქოსისა და ბურდონის ზეთები გაათბეთ ორთქლის აბაზანაზე და თმაზე შიზილეთ, თან დაიმასაჟეთ, ამით ასტიმულირებთ თმის მიძინებულ ფოლიკულებს, დაიტოვეთ მთელი ღამით, დილით კი დაიბანეთ.

გირჩევთ, გაითვალისწინოთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ საკუთარ სილამაზეზე.