სტატიაში გიამბობთ, თუ როგორ გავითეთროთ გაყვითლებული კბილები ნატურალური იგრედიენტებით საშინაო პირობებში.
რაც მთავარია კბილების გათეთრების ეს მეთოდი უსაფრთხოა. გაიხეხეთ კბილები ამ მაგიური საშუალებით ერთი კვირის განმავლობაში და შედეგით გაოცებული დარჩებით.
რატომ მუქდება კბილები?
ვიცოდით, რომ კბილების სიქათქათის დაუძინებელი მტერი იყო ასაკი, მოწევა, ყავა, ჩაი, მაგრამ დღესდღეობით ექიმებმა ამ ცუდი გამოვლინების უამრავი სხვა მიზეზი აღმოაჩინეს.
სტატიაში შემოგთავაზებთ ინფორმაციას იმ მიზეზთა შესახებ, რომლებიც იწვევენ კბილების ემალის გაყვითლებას.
- ჰიგიენის დაუცველობა, არასწორად ან იშვიათად კბილების გამოხეხვა და კვების შემდეგ პირის ღრუს გამორეცხვის პროცესის უარყოფა.
- კარიესის არსებობის შედეგად ხდება კბილის ქსოვილის დემინერალიზაცია.
- კბილის ტრამვა.
- მედიკამენტების გამოყენება.
- ფტორის გადაჭარბებულმა ნორმა, როდესაც საკვები და სამელი წყალი შეიცავს დიდი რაოდენობით ფტორს.
შემოგთავაზებთ უძლიერესი, მაგიური, მათეთრებელი საშუალების რეცეპტს.
საჭირო იგრედიენტები:
- სოდა 3 ს. კ.
- მარილი 1 ს. კ.
- ნებისმიერი კბილის პასტა 2 ს. კ.
- ლიმონის წვენი 1 ს. კ.
მომზადების წესები:
- აიღეთ თასი და ჩაყარეთ სოდა.
- დაამატეთ მარილი, კბილის პასტა, ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ.
- თქვენი მათეთრებელი საშუალება მზადაა.
- მომზადებული საშუალება მოათავსეთ მინის ჰერმენტულად თავდახურულ კონტეინერში .
- ყოველ დილით მომზადებული ნაზავით 2 წუთის განმავლობაში გაიხეხეთ კბილები, მაგრამ დიდი ხნით არ დაიტოვოთ, რადგან სოდის კბილებზე დიდი ხნით დატოვება საზიანოა.
სოდა ახალისებს სუნთქვას. ლიმონის წვენი გაჯერებულია მათეთრებელი თვისებებით, რომელიც ხელს უწყობს კბილების გათეთრებას.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ მათეთრებელი საშუალება, საშინაო პირობებში ბუნებრივი იგრედიენტების წყალობით გაითეთრეთ კბილები და გარშემომყოფნი მომაჯადოებელი ღიმილით დაატყვევეთ.