კვების 6 ჩვევა, რომელიც იაპონელ ქალებს სილამაზის შენარჩუნებაში ეხმარება

იაპონელი ქალები ყველაზე ელეგანტურებად და ლამაზებად ითვლებიან მსოფლიოში. 30 წლის ასაკში ისინი 18 წლის გოგონებივით გამოიყურებიან, 40 წლის ასაკში კი 25 წლის გეგონებათ. ასეთია მათი ახალგაზრდობის საიდუმლო:

მდიდარი და დაბალანსებული დიეტა

ცნობილი მითი გახლავთ ის, რომ იაპონელები მხოლოდ სუშის ჭამენ. სინამდვილეში მათი დიეტა საკმაოდ მრავალფეროვანია. ისინი ხშირად მიირთმევენ თევზებს, ბოსტნეულს, სოიოს, ბრინჯს, ხილს და მწვანე ჩაის. სწორედ ამიტომ იაპონური დიეტა მრავალფეროვანი და დაბალანსებულია, თანაც მასში არ შედის მაღალკალორიული არაჯანსაღი საკვები.

საჭმლის მომზადების მეთოდები

იაპონელები საჭმელებს როგორც წესი მოშუშვით, შებოლვით და ორთქლით ამზადებენ. ისინი ბოსტნეულს ლამაზ ფორმებად ჭრიან, რის გამოც მათი მომზადების პროცესი უფრო სწრაფია. ასეთი მომზადების მეთოდების წყალობით მათი პროდუქტები უფრო მეტ ბუნებრივ თვისებას და სასარგებლო მინერალებს ინარჩუნებენ. იაპონელი ქალები ასევე სანელებლებსაც ფრთხილად ეპყრობიან და მუცლის გამაღიზიანებელ დოზას არასდროს იყენებენ. მათთვის მთავარია ბუნებრივი არომატების შენარჩუნება.

ჭამის კულტურა

ჭამა ასევე რიტუალს წარმოადგენს იაპონელებისათვის. ისინი ჭამენ ნელა, პატარა ლუკმებად და მათ ასევე ისიც ეხმარებათ, რომ მათი თეფშები ასევე პატარაა. ისინი მუდამ ცდილობენ შეინარჩუნონ საჭმელის ბუნებრივი გემო და აგებულება, რის გამოც მას იშვიათად უმატებენ დეკორაციებს. აქ ერთ თეფშზე რამდენიმე კერძის დადება ცუდ ტონად ითვლება, რადგან ისინი თვლიან, რომ ყველა საჭმელს თავის ადგილი უნდა ჰქონდეს. ასევე თეფშები არასდროსაა პირამდე სავსე, ამიტომაც ასეთ დროს ზედმეტი საჭმლის ჭამა შეუძლებელია.

ბრინჯი პურის ნაცვლად

ბრინჯი ყველა კერძის აუცილებელი ნაწილია, თანაც იგი კონკრეტული გზით მზადდება მარილის და კარაქის გარეშე. შესაბამისად ასეთი არაჯანსაღი ხერხებით მომზადებული კერძების ნაკლებობა წვრილი ფიგურის შენარჩუნებას უფრო აადვილებს იაპონელი ქალებისათვის.

საუზმე დღის მთავარი საჭმელია

საუზმე იაპონიაში ყველაზე უფრო საჭირო და მნიშვნელოვან რამედ ითვლება. ეს მათთვის მთავარი კერძია და რამდენიმე საჭმელს შეიცავს, მათ შორისაა თევზი, ბრინჯი, ომლეტი, სუპი, სოიოს სალათი და ჩაი.

დესერტის მენიუში თითქმის არ შედის ტკბილეული

იაპონიაში დესერტი იშვიათ რამედ ითვლება და როგორც წესი მას მხოლოდ მცირე რაოდენობით მიირთმევენ. იაპონელებს ჩვენგან განსხვავებით სრულიად სხვა წარმოდგენა აქვთ ტკბილეულზეც. მათ დესერტებში არ შედის არც ნამცხვრები და არც კრემები. ისინი ნაყინსაც კი ბრინჯისგან ამზადებენ. სწორედ ასეთი მიდგომის გამო იაპონური დესერტები ყოველთვის დაბალი ცხიმის და შაქარის შემცველობით გამოირჩევა, რის გამოც საერთოდ არ გავს დასავლური მენიუს წარმომადგენლებს.