ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად ვიყენებთ ანტიბიოტიკებს. ამ პრეპარატების გამოყენებას მოსალოდნელი უკუჩვენებებიც ახლავს. ზიანდება ღვიძლი, რომელიც ჩვენი ბუნებრივი ფილტრი და ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. ამიტომ აუცილებელია მთელი სიცოცხლის მანძილზე იზრუნოთ ღვიძლის ჯანმრთელობაზე. თუ მას არ მიაქცევთ სათანადო ყურადღებას, მაშინ დაიწყება ჯაჭვური რეაქცია და სხეულის სხვა ორგანოებიც დაზიანდება.
- კალორიული, ცხიმიანი, ცხარე საკვები
- ალკოჰოლი
- წონის სწრაფად დაკლება ან მომატება
- შაქრიანი დიაბეტი
- ფეხმძიმობა
- დარღვეული ნივთიერებათა ცვლა
- ქიმიოთერაპიული მედიკამენტები
საშიშროებას წარმოადგენს ის, რომ ანთებითი პროცესის დაწყებამდე დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. დისპერსიული ღვიძლიც კი არ იწვევს ტკივილებს, რადგან მას არ აქვს ნერვული დაბოლოებები. ავადმყოფი გრძნობს დაღლილობას, მსუბუქ დისკომფორტს, როდესაც ღვიძლი დიდდება, მოქმედებს სხვა ორგანოზედაც.
საბედნიეროდ, ღვიძლი ერთადერთი ორგანოა, რომლის აღდგენა შესაძლებელია. ღვიძლის გაწმენდა ნატურალური საშუალებების დახმარებით საშიანო პირობებშიდაც შეგიძლიათ. სტატიაში შემოგთავაზებთ ერთ-ერთი გამწმენდი საშუალების უძველეს რეცეპტს, რომელიც ბუნებრივი იგრედიენტებით არის გაჯერებული.
აუცილებლად მოამზადეთ შემოთავაზებული რეცეპტის მიხედვით უძლიერესი სამკურნალო საშუალება და თქვენი ღვიძლი მადლობას გეტყვით.
ბოსტნეულის კოქტეილი
საჭირო იგრედიენტები:
- ჭარხალი 2 საშუალო თავი
- ლიმონი 2 ცალი
- წყალი 1 ჩ. ჭ.
მომზადების წესები:
- ჭარხალი და წყალი დააბლენდერეთ. მიღებული მასა მარლის გამოყენებით გადაწურეთ.
- მიღებულ ჭარხლის წვენს ჩააწურეთ 2 ცალი ლიმონი. შაქარი არ დაამატოთ.
- კოქტეილი მიიღეთ 7 დღის განმავლობაში დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.
გემრიელი სასმელი ღვიძლისთვის
პირველი რეცეპტისგან განსხვავებით ამ ნარევის შემადგენლობაში ბევრად უფრო მეტი იგრედიენტია. ვაშლი გაჯერებულია პექტინით, რომელიც ღვიძლის ტოქსინებისგან გასაწმენდი ეფექტური საშუალებაა. ჯანჯაფილი და ლიმონი უზრუნველყოფს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალურად ფუნქციონირებას, გაგათავისუფლებთ შებერილი მუცლისგან და გაგიუმჯობესებთ ნივთიერებათა ცვლას.
საჭირო იგრედიენტები:
- ლიმონი 2 ცალი
- ვაშლის წვენი 250 მლ
- ოხრახუშის წვენი 250 მლ
- ზეითუნის ზეთი 0,5 ლ
- ნიორი 0,5 კბილი
- ჯანჯაფილის ფხვნილი 0,5 ს. კ.
- ცერეცოს ან ბაბუაწვერას, ან გვირილის ჩაი 100 მლ
მომზადების წესები:
- მოცემული იგრედიენტები დააბლენდერეთ (მაღალ სიჩქარეზე დაახლოებით 2-3 წუთით).
- გადაასხით მინის ბოთლში და შეინახეთ მაცივარში.
- მიიღეთ 5 დღის განმავლობაში ჭამამდე 2 საათით ადრე.
გირჩევთ, შემოთავაზებული საშუალებების გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართოთ ექიმს. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოყენება მართებთ ართრიტით, დაბალი წნევის მატარებელ და დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს.
გაწმენდის პროცესი რომ კიდევ უფრო მეტად ეფექტური იყოს, აუცილებლად უარი უნდა თქვათ ალკოჰოლზე და სხვა მავნებლე ჩვევაზე, ყურადღება მიაქციეთ კვებას.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.