ჩიფსები და კრეკერბი ჯანმრთელობისთვის საზიანოა, მაგრამ ყველას ძალიან უყვარს, განსაკუთრებით კი პატარებს. შემოგთავაზებთ ნივრის პიკანტური კრუტონების რეცეპტს. შეიძლება იდეა ახალი არ არის, მაგრამ კრუტონები უგემრიელესი და არომატულია. ამავე დროს ბუნებრივი პროდუქტებით არის მომზადებული.
საჭირო იგრედიენტები:
- ბაგეტი (ფრანგული პური)
- ნიორი 6 კბილი
- როზმარინი 10 გრ
- კარაქი 110 გრ
- ქონდარი 20 გრ
- ზღვის მარილი გემოვნებით
მომზადების წესი
1. კრუტონებისთვის გამოგადგებათ ძველი ბაგეტი, რომელიც დაჭერით 2 სმ სისქის ნაჭრებად. უმჯობესია, არ გამოიყენოთ კიდეები.
2. კარაქი გაადნეთ, დაამატეთ ნიორი, ქონდარი და როზმარინი. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე და ურიეთ, სანამ ნიორი ოქროსფერი არ გახდება.
3. 10 წუთის შემდეგ კარაქიდან ამოიღეთ ბალახები, ნიორი და დააბლენდერეთ, დაამატეთ მარილი გემოვნებით. მომზადებული მასა წაუსვით ბაგეტის ნაჭრებს და გააჯერეთ კარაქით. რუტონები შედეთ ღუმელში მაქსიმალურ ტემპერატურაზე და სუფრაზე მიიტანეთ ცხელი.
უგემრიელესი დ პიკანტური კრუტონები შეგიძლიათ მიირთვათ ბარდის წვნიანთან და ბორშთან ერთად.
ასევე კრუტონებით შეგიძლიათ მოამზადოთ ბუტერბროდები, შიგთავსად კი თქვენთვის საყვარლი პროდუქტები გამოიყენეთ.
ბავშვების გასახარებლად მე ბაგეტის ნაჭრებს პატარა კუბიკებად ვჭრი და შვილიშვილებს ვაჯერებ, რომ მათი საყვარელი კრეკერები ვუყიდე. პატარები გემრიელად ახრამუნებენ. მე კი ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი შვილები სახლში მომზადებულ, ნივრითა და კარაქით გაჯერებულ სასარგებლო პროდუქტს მიირთმევენ.