ხალხური მედიცინა გაჯერებულია ჯანმრთელობისთვის სასაარგებლო რეცეპტებით, რომელთა ძირითადი იგრედიენტები ნატურალური პროდუქტებია. ქიმიური მედიკამენტების გამოყენებამდე იქნებ ვცადოთ და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ვიტამინებითა და სასარგებლო ნივთიერებებით დატვირთული ხალხური საშუალებებით მოვიგაროთ.
ამჯერად, სტატიაში შემოგთავაზებთ ხალხურ რეცეპტებს, რომლებიც მაღალი არტერიული წნევის დამწევი საშუალებებია.
გოგრა და ლიმონი
საჭირო იგრედიენტები:
- ლიმონი 2 ცალი
- გოგრა 1 კგ
- შაქარი 1 კგ
მომზადებისა და გამოყენების წესები:
გოგრის რბილობი და ლიმონი კანიანად გაატარეთ, დაამატეთ შაქარი დაკარგად აურიეთ. მიიღეთ ჭამამდე 1 ს. კ. მომზადებული მასა შეინახეთ მაცივარში. შაქარის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ თაფლი.
ნიორი და ვაშლის ძმარი
საჭირო იგრედიენტები:
- ნიორი 1 კბილი
- ვაშლის ძმარი 1 ს. კ.
- წყალი 200 მლ
გამოყენების წესი:
ყოველ დილით უზმოზე მიიღეთ 1 კბილი დაჭყლეტილი ნიორი და მიაყოლეთ ვაშლის ძმრისა და წყლის ნარევი.
ჭარხლის ბურახი
საჭირო იგრედიენტები:
- ჭარხალი 1 კგ
- წყალი 2-3 ლ
- ვაშლის ძმარი 3 ს. კ.
- თაფლი და ლიმონი გემოვნებით
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- უმი ჭარხალი გახეხეთ, მოათავსეთ მინის 3-ლიტრიან ქილაში, დაასხით თბილი ანადუღარი წყალი, დაამატეთ ვაშლის ძმარი, დააფარეთ მარლა, გააჩერეთ 2-3 დღე.
- მიიღეთ დღეში 3-ჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 100 მლ-ის ოდენობით. მიღების წინ გემოვნებით დაამატეთ 1 ჩ. კ. თაფლი და ლიმონი.
- მკურნალობის ხანგრძლივობა 2 თვე.
ჭარხლისა და თაფლის ნარევი
საჭირო იგრედიენტები:
- თაფლი 200 მლ
- ჭარხალი 300 მლ
მომზადებისა და გამოყენების წესები:
ჭარხლის წვენს დაასხით თხელი თაფლი და კარგად აურიეთ. მიიღეთ ჭამამდე 1 ს. კ. დღეში 2-4-ჯერ.
გაითვალისწინე მოცემული რჩევები, გამოიყენეთ ბუნებრივი საშუალებები, რდგან ქიმიურ მედიკამენტებს სარგებლობასთან ერთად ბევრი უკუჩვენებაც აქვს.