ნიშნები და სიმპტომები, რომელთა არსებობა ღვიძლის მუშაობის დარღვევაზე მიგვითითებს

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ღვიძლის ჯანმრთელობას. და აი, რატომ:

იმისათვის, რომ გქონდეთ ჯანმრთელი ორგანიზმი, აუცილებელია, ღვიძლი ნორმალურად ფუნქციონირებდეს. დაავადებულმა ღვიძლმა შეიძლება უამრავი პრობლემა და ავადმყოფობა გმოიწვიოს.

მიუხედავად იმისა, რომ ღვიძლს შეუძლია აღდგენა, აუცილებელად უნდა ვიზრუნოთ მის ნორმალურად ფუნქციონირებაზე, რადგან ჯანმრთელი ღვიძლი ჯანმრთელი ორგანიზმის საწინდარია.

ღვიძლის პრობლემის დადგენა ადრეულ ეტაპზეც შეგიძლიათ. იხილეთ იმ სიმპტომების ჩამონათვალი, რომლებიც მიუთითებს, რომ ღვიძლს უჭირს და შველას ითხოვს

  1. წონაში უმიზეზოდ მომატება
  2. ჰარმონიული დისბალანსი
  3. გამონაყარი, ძალიან ცხიმიანი კანი ან კანის სხვა პრობლემები
  4. კუნთებისა და სახსრების ტკივილი
  5. დეპრესია და შფოთვა
  6. ხშირი თავის ტკივილი
  7. დაღლილობა, ძალისა და ენერგიის დაკარგვა
  8. გულმავიწყობა
  9. თვალების სიყვითლე
  10. ძილისადმი მიდრეკილება
  11. ჭარბოფლიანობა
  12. დიარეა, ყაბზობა
  13. ყავისფერი შარდი
  14. ტკივილები მუცელში
  15. ცუდი სუნი პირის ღრუდან

იმისათვის რომ ავირიდოთ პრობლემები და გავიუმჯობესოთ ღვიძლის ფუნქციონირება, აუცილებლად შევცვალოთ ზოგიერთი ჩვევა, კვების რაციონი და ცხოვრების წესი.

შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას, რომელთა დახმარებით გაიწმენდთ ღვიძლს ტოქსინებისგან და ცხიმებისგან.

  1. დალიეთ დღეში 6-8 ჭიქამდე წყალი;
  2. საკვებ რაციონს დაამატეთ სეზამის, მზესუმზირის, გოგრის, სელის, ჩიას თესლი, ცილები, პარკოსნები და მარცვლეული კულტურები. მიირთვით ბროკოლი, კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი, ტოპინამბური.
  3. გამორიცხეთ ალკოჰოლი.
  4. მიირთვით გოგირდით მდიდარი საკვები როგორიცაა, კვერცხი, ნიორი, ხახვი და კომბოსტო.
  5. რეკომენდებულია მშიერ კუჭზე დალიოთ 1 ჩ. ჭ. ლიმონიანი თბილი წყალი.
  6. არ გამოიყენოთ სოიოს პროდუქტები და სოიოს ზეთი.
  7. მინიმუმამდე შეამცირეთ შაქრისა და ცომეულის გამოყენება, ყოველ დღე მიიღეთ ბოსტნეული, სალათის ფურცლები, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავს მაგნიუმს, ფოლიუმის მჟავას, B და C ვიტამინებს.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.