გსურთ, რაღაც ახალი და განსაკუთრებული დესერტი მოამზადოთ? შემოგთავაზებთ არომატული, შოკოლადის პეროგის ,,შარლოტას“ რეცეპტს. პეროგს საოცარ გემოს ჰმატებს მსხლისა და დარიჩინის არომატი.
,,შარლოტას“ მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- მსხალი (დიდი) 3-4 ცალი
- ფქვილი 1 ჩაის ჭიქაზე ცოტა ნაკლები
- კვერცხი 4 ცალი
- შაქარი 1 ჩაის ჭიქაზე ცოტა ნაკლები
- კაკაო 2 ს. კ.
- გამაფხვიერებელი 2 ჩ. კ. ან სოდა 1 ჩ. კ.
- ვანილი გემოვნებით
- დარიჩინი გემოვნებით
მომზადების წესი:
- ფქვილს დაამატეთ გამაფხვიერებელი, ვანილი, კაკაო და აურიეთ.
- მსხალი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად და მოაყარეთ დარიჩინი.
- კვერცხი შაქართან ერთად კარგად ათქვიფეთ გათეთრებამდე და ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილიანი ნარევი. ურევთ ხის კოვზით.
- მზა ცომს დაამტეთ მსხალი და ნაზად აურიეთ. მიღებული მასა გადაიტანეთ საშუალო ზომის საცხობ ფორმაში, რომელშიდაც ცხიმწასმული პერგამენტი გაქვთ ჩაფენილი.
- გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე 30-40 წუთის განმავლობაში.
პეროგი გააგრილეთ და მოაფრქვიეთ შაქრის ფხვნილი. ,,შარლოტა“ უგემრიელესია ჩაისთან ერთად. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!