ხელების დაბუჟება შეიძლება სხვადასხვა დაავადებათა თანმხლები პროცესი იყოს, ამიტომ აუცილებელია გამოკვლევების ჩატარება და გამომწვევი მიზეზების გარკვევა. მიზეზი კი შეიძლება ართრიტი, ართროზი, ოსტეოქონდროზი და მთელი რიგი სხვა დაავადებები იყოს. პროცესი ძალიან უსიამოვნო და მტკივნეულია.
ხალხური მედიცინა გვირჩევს, ხელებისა და ფეხების დაბუჟების სამკურნალოდ გამოვიყენოთ ბუნებრივი, მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი საშუალებები.
ფიტოთერაპევტები ამტკიცებენ, რომ სამკურნალო მცენარე ძიძო მოგიხსნით ხელების დაბუჟებას. აიღეთ მწიკვი გამხმარი ბალახი, დაასხით 1 ჩ. ჭ. ადუღებული წყალი და ცოტა ხანს კიდევ ადუღეთ. ნაყენი დააყოვნეთ და შემდეგ მიირთვით. 2 დღის განმავლობაში მიიღეთ რამდენიმე ფინჯანი სამკურნალო სასმელი.
კონტრასტული აბაზანა. ხელები და ფეხები ჩაყავით ჯერ ცხელ წყალში, შემდეგ-ცივში და ასე გაიმეორეთ რამდენჯერმე, შემდეგ შეიზილეთ გასახურებელი მალამო და შეიფუთეთ. მკურნალობის ხანგრძლივობა 10 დღე.
აბუსალათინის ზეთი
აბუსალათინის ზეთისა და ევკალიპტის მალამოს კომბინაცია მოგიხსნით ტკივილსა და დაბუჟებას. დაძინებამდე კარგად შეიზილეთ ხელები და ფეხები. საკმარისია 3 პროცედურა.
აუცილებლად ავარჯიშეთ თითები და მაჯები. ეს პროცესი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ნებისმიერი, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამსუბუქებს ტკივილს.
გოგორის თბილი ფაფა დაიტანე ხელზე და მთელი ხელი, დაწყებული მხრიდან, კარგად შეიზილეთ, შემდეგ კი შალის ქსოვილით შეიხვიეთ. პროცედურები ჩაიტარეთ მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.
დამარილებული კიტრი დაჭერით კუბიკებად, დაამატეთ დაჭრილი რემდენიმე მწარე წითელი წიწაკა და დაასხით 0,5 ლ არაყი. 1 კვირის განმავლობაში დააყოვნეთ ბნელ ადგილზე, შემდეგ გადაწურეთ და შეიზილეთ ხელებზე. სა მკურნალო საშუალება გამოიყენეთ სასურველი შედეგის მიღწევამდე.
ტიბეტელი ბერების მეთოდით მკურნალობა. თასზე დაასხით ცხელი წყალი და მთელი ძალით დააჭირეთ ფსკერზე თითები. დაბუჟება მალე გაგივლით.
10 გრ შავ დაფქვილ პიმპილს დაამატეთ 100 მლ ზეთი და დადგით დაბალ ცეცხლზე და ურიეთ 30 წუთი. გაციების შემდეგ შეიზილეთ დაზიანებულ ადგილებზე. მალე მოგეხსნებათ ტკივილი და დაბუჟება.
სპილენძის სამაჯურები. დაძინებამდე ან ძილის დროს გაიკეთეთ სპილენძის სამაჯურები და მოგეხსნებათ ხელების დაბუჟება.
დაბუჟების დროს დაუშვებელია მოწევა, ალკოჰოლის, ყავის, მაგარი ჩაის მიღება. ცხელი საკვები, ბურღულეული, ასევე სხეულის გამკვრივება და ფიზიკური დატვირთვა ხელს შეუწყობს სისხლის მიწოდების ნორმალიზებას.
ფეხების შეშუპების სამკურნალოდ
შეშუპებას იწვევს ადმიანის ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით დაგროვებული სითხე. ფეხების შეშუპებით ძირითადად მძიმე წონის ადამიანები იტანჯებიან.
ფეხების შეშუპებას იწვევს ბრტყელტერფიანობა, მოუწესრიგებელი ნივთიერებათა ცვლა, თირკმელების პრობლემა, ვარიკოზი, ლიმფის ნაკადი ან დიდი დატვირთვა ფეხებზე.
ახალგაზრდა ადამიანებში ფეხების შეშუპებას იწვევს სისხლძარღვების პრობლემა, ხოლო ასაკოვნებში-გულის დაავადებები.
ფეხების შეშუპების საწინააღმდეგოდ ეფექტურად გამოიყენება ხალხური საშუალებები:
ასტრაგალუსი
აიღეთ 10 გრ ასტრაგალუსი, დაასხით 1 ჩ. ჭ. ადუღებული წყალი, გააჩერეთ, გაფილტრეთ და მიიღეთ 2 კვირის განმავლობაში დღეში 3-ჯერ 3 სუფრის კოვზის ოდენობით. შემდეგ სამი დღე შეისვენეთ და პროცედურები კვლავ გააგრძელეთ. მკურნალობის სრული კურსი გრძელდება 6 თვე.
აიღეთ 1 ს. კ. ასტრაგალიუსი, ჩაყარეთ თერმოსში, დასხით 2 ჩ. ჭ. ადუღებული წყალი და დააყოვნეთ 8-10 საათი. მომზადებული საშუალების 1-2 ყლუპი მიიღეთ ყოველ 2 საათში. მკურნალობის ხანგრძლივობა 15 დღე.
აიღეთ 1 ს. კ. ერითემატოზის ფესვები და 1 ს. კ. ასტრაგალიუსის ფოთლები დაასხით 1 ჩ. ჭ. ადუღებული წყალი და დააყოვნეთ 3 საათი. მომზადებული ნაყენის 2 ს. კ. მიიღეთ დღეში 5-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის ხანგრძლივობა 2 თვე.
შეშუპების საწინააღმდეგო საშუალება არყის ხის ფოთლების ან კვირტების ნაყენია. აიღეთ 1 ს. კ. არყის ხის კვირტები ან 2 ს. კ. ფოთლები, დაასხით 0,5 ლ ადუღებული წყალი, გააჩერეთ 1 საათი, გაფილტრეთ და მიიღეთ დღეში 4-ჯერ ჭამამდე ½ ჩ. ჭ.
ფეხების ძლიერ შეშუპებას მოგიხსნით წითელი როუანის კენკრის სიროფი
გამოწურეთ წვენი და კენკრა გაატარეთ, დაახლოებით 1ლ წვენს დაუმატეთ 600 გრ შაქარი და ადუღეთ მომზადებამე. სიროფის 2 ჩ. კ. დაამატეთ ჩაის და მიირთვით. საშუალება ეფექტურად წმენდს თირკმელებს კენჭებისგან და გაგათავისუფლებთ შეშუპებით გამოწვეული უსიამოვნო შეგრძნებებისგან.
ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ოხრახუშის ღერების ან ფესვების ნაყენია. აიღეთ რამდენიმე ღერი ნედლი ოხრახუში, დაასხით 2 ჩ. ჭ. ადუღებული წყალი, დააყოვნეთ 10 საათი და მთელი დღის განმავლობაში მიიღეთ 1 ს. კ.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ უმარტივესი ხალხური საშუალებები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.