როგორ გავიზარდოთ გრძელი და მოცულობითი თმა სახლის პირობებში

ოცნებობთ, რომ ლამაზი, მბზინვარე და გრძელი თმა გქონდეთ და ძალ-ღონეს არ იშურებთ, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოთ.

საფუარი თმის გასაზრდელი უებარი საშუალებაა.

სტატიაში შემოგთავაზებთ საფურვის ბაზაზე დაფუძნებულ თმის გასაზრდელი ნიღბების რეცეპტებს.

რეცეპტი N 1

საჭირო იგრედიენტები:

  • საფუარი 30 გრ
  • წყალი 1 ს. კ.
  • წიწაკის ნაყენი 2 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული იგრედიენტები კარგად აურიეთ, დაიტანეთ თავის კანზე, შეიზილეთ თმის მთელ სიგრძეზე, გაიჩერეთ 20 წუთი და შემდეგ ჩვეულებრივი წესით დაიბანეთ.

რეცეპტი N 2

საჭირო იგრედიენტები:

  • ბალახების ნაყენი რამდენიმე ს. კ.
  • საფუარი 1 ჩ. კ.
  • თალგამის ზეთი 1 ს. კ.
  • ნებისმიერი ეთერზეთის რამდენიმე წვეთი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. მოამზადეთ ნებისმიერი სამკურნალო ბალახის ნაყენი. თბილ ნაყენში აურიეთ საფუარი და გააჩერეთ 30 წუთი.
  2. შემდეგ დაამატეთ კვერცხის გული, თალგამის ზეთი და რემდინემე წვეთი ნებისმიერი ეთერზეთი.
  3. ნარევი კარგად შეზილეთ თმის ძირებზე და დაიტოვეთ ერთი საათი, შემდეგ კი ჩვეულებრივი წესით დაიბანეთ. საშუალება გამოიყენეთ კვირაში 2-ჯერ.

რეცეპტი N 3

საჭირო იგრედიეტები:

  • საფუარი 1 ს. კ.
  • ცხელი წყალი 2 ს. კ.
  • შაქარი 1 ჩ. კ.
  • თაფლი 1 ს. კ.
  • მდოგვის ფხვნილი 2 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

საფუარს დაასხით გაცხელებული წყალი, დაამატეთ შაქარი და გააჩერეთ 1 საათი. შემდეგ დაამატეთ თაფლი და მდოგვის ფხვნილი. მომზადებული ნიღაბი დაიტანეთ თმის ძირებზე და გაიჩერეთ 1 საათი, შემდეგ ჩვეულებრივი წესით დაიბანეთ. ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში ერთხელ.

გამოიყენეთ შემოთვაზებული რეცეპტები, მოამზადეთ ბუნებრივი იგრედიენტებით გაჯერებული საშუალებები და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.