ვენების ვარიკოზი ნამდვილ კოშმარად მექცა. ზეითუნის ზეთის დახმარებით, მდგომარეობა საგრძნობლად შევიმსუბუქე

ქვედა კიდურების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა ვარიკოზული ვენები. როდესაც სისხლძარღვთა კედლები დუნდება, სარქველები ცვდება და სისხლის დინება ირღვევა, გუბდება და შედეგად ვენების გაფართოება მოჰყვება.

ყველაზე ხშირად ამ პრობლემის წინაშე დგანან ჭარბი წონის მქონე ადამიანები ან ისინი, ვინც პასიური ცხოვრების წესით ცხოვრობენ. ვარიკოზული ვენების მკურნალობის პირველი ნაბიჯი არის მისი გამომწვევი ფაქტორების აღმოფხვრა. ჭარბი წონის შემთხვევაში აუცილებელად უნდა გახდეთ და შეამციროთ ფეხებზე ზეწოლა. თუ ისეთი სამსახური გაქვთ, რომ მთელი დღე ჯდომა გიწევთ, ადექით, გაიარეთ და გაიაქტიურეთ სისხლის მიმოქცევა.

მოერიდეთ ზედმეტად მჭიდრო სამოსის ტარებას, რადგან ეს აფერხებს სისხლის მიმოქცევას. ნებისმიერი საშუალება თუ ვარჯიში, რომლებიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას დაგეხმარებათ ვარიკოზული ვენების მკურნალობაში.

სტატიაში შემოგთავაზებთ ზეითუნის ზეთზე დაფუძნებულ უმარტივეს მეთოდს. ამ საოცარ პროდუქტს შეუძლია გააუმჯობესოს სისხლის მიმოქცევა და გაგთავისუფლოთ ვარიკოზისგან.

მიჰყევით მოცემულ ნაბიჯებს და ზეითუნის ზეთის საშუალებით შეძლებთ მოცემული პრობლემის აღმოფხვრას.

  • ექსფოლაცია (პილინგი) – მკვდარი უჯრედების აღმოფხვრა, რომელიც ზეთის შემადგენლობაში შემავალ კომპონენტებს საშუალებას აძლევს უკეთესად შეასრულონ თავიანთი სამუშაო. პილინგისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ კომერციული სკრაბები ან ხელნაკეთი ექსფოლიანტები. დაგჭირდებათ ცოტა შაქარი, შვრია, რძე და თაფლი. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და ხელნაკეთი სკრაბიც მზად არის. ეს პროცედურა კვებავს კანს და აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს.
  • სამკურნალო ზეთის მომზადება: შეათბეთ ზეითუნის ზეთი ისე, რომ ტემპერატურა კანისთვის მისაღები იყოს.
  • მასაჟი: ზეთი ხელებზე დაისხით და დაზიანებულ ადგილებზე ქვემოდან ზემოთ მიმართულებით, მსუბუქი წრიული მოძრაობებით გაიკეთეთ მასაჟი. მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

პროცედურები ჩაიტარეთ ყოველდღიურად და სასურველ შედეგს თანდათან მიიღებთ. გისურვებთ ჯანმრთელობას!