ლიმონი სასარგებლო ნივთიერებებისა და ვიტამინების წყაროა. ეს მჟავე და საოცარი სურნელის მქონე ციტრუსი აძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს, ებრძვის ვირუსებსა და სხვადსხვა დაავადებებს.
სტატიაში შემოგთავზებთ ინფორმაციას ამ საოცრად სასარგებლო ციტრუსზე, რომელთა შესახებაც ჯერ ბევრ ადამიანს არც კი სმენია.
- ლიმონის არომატი ერთგვარი გამახნევებელია. ის დადებითად მოქმედებს სტრესებზე, დეპრესიებზე, ამიტომ ლიმონის ხეებს ხშირად რგავენ იმ ადგილებში, სადაც ადამიანები განსატვირთად იკრიბებიან.
- ლიმონი ეფექტურად გამოიყენება სახის კანის მოსავლელად. საოცარი ციტრუსის წყალობით მოიგვარებთ ისეთ პრობლემებს როგორიცაა, პიგმენტური ლაქები, ნაწიბურები, აკნე. გაჭერით ლიმონი შუაზე და წაისვით პრობლემურ ადგილებზე.
- გამოიყენეთ ლიმონი და გაითეთრეთ ფრჩხილები. გაჭერით ლიმონი და წაისვით ფრჩხილებზე.
- ლიმონი ეფექტურად გამოიყენება სახსრების, ართრიტს, რევმატიზმების სამკურნალოდ. ყოველდღიურად მიირთვით ლიმონიანი წყალი და იზრუნეთ ტქვენს ჯანმრთელობაზე.
- ჯადოსნური ციტრუსი სისხლის ბუნებრივი გზით გამწმენდი უძლიერესი საშუალებაა.
- ყოველდღიურად გამოიყენეთ ლიმონი და შეაჩერეთ ორგანიზმის დაბერების პროცესი.
- ციტრუსი მდიდარია C, A, E, ქრომით, კალიუმით, მაგნიუმით, რკინით.
- ლიმონი ბუნებრივი გამაგრილებელია. გაციებული ხართ, ალერგიული ბრძანდებით თუ ასთმა გაქვთ, შეისუნთქეთ ლიმონის საოცარი არომატი და გაითავისუფლეთ ზედა სასუნთქი გზები.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ ეს საოცარი მკურნალი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.