დაიწყეთ დილა ამ წესებით, რათა სილამაზე და ჯანმრთელობა ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ

1049

ადამიანთა უმეტესობა ისე არის ცხოვრების ფერხულში ჩაბმული, რომ საკუთარი თავისთვისაც კი ვერ იცლიან და ხშირად საქმეს მეორე დღისთვის გადადებენ, მაგრამ დრო ისე სწრაფად გარბის, რომ ვერც კი იგებენ და შეიძლება ის გადადებული საქმე გაუკეთებელიც დარჩეს.

როგორც პროფესორმა ჰაროლდ ჰილმა თქვა: ჩვენ ყოველთვის რაღაცას გადავდებთ მეორე დღისთვის და ვფიქრობთ, რომ გავაკეთებთ მაშინ, როცა თავისუფალი დრო გვექნება. ასე მეორდება მანამდე, სანამ ერთხელ არ აღმოვაჩენთ, რომ ფუჭად ჩავლილი გუშინდელი დღის გარდა ხელში არაფერი დაგვრჩება.

ადამიანებმა უნდა შეძლონ დროის ისე განაწილება, რომ იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზეც. ჩვენ თვითონ განვსაზღვრავთ ჩვენს ბედს. დილის პატარა რიტუალის საშუალებით თქვენ სწრაფად შეძლებთ თქვენი ცხოვრების გარდაქმნას.

  • გაღვიძება
  • მოძრაობა
  • სწორი კვება
  • მომზადება
  • უცილებლად დაგჭირდებათ ცოტა ხნით დასვენება
  • პრესპექტივის დასახვა
  • მოქმედებები წინსვლითვის

შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას, რომელთა გათვალისწინებით შეძლებთ სრულფასოვნად მუშაობას ისე, რომ ზიანს არ მიაყენებთ საკუთარ ჯანმრთელობას.

1. შეეცადეთ, რომ დღე-ღამის განმავლობაში იძინოთ 7 საათი.

მოდით, ჩახედეთ რეალობას თვალებში და აღიარეთ, რომ ძილი აუცილებელია. ის ადამიანისთვის ისევე აუცილებელია, როგორც წყალი და საჭმელი. მიუხედავად ამისა, ადამიანთა უმეტესობას არ სძინავს, რის გამოც მათ უამრავი პრობლემა ექმნებათ.

ჯანმრთელ ძილს აქვს შემდეგი უპირატესობები:

  • ის ძლიერებს მეხსიერებას.
  • ახანგრძლივებს სიცოცხლეს.
  • ხელს უწყობს იმ ფაქტს, რომ ორგანიზმში ანთებითი პროცესები ბევრად ნაკლებია.
  • ხელს უწყობს, რომ ადამიანი იყოს კრეატიული.
  • ხელს უწყობს, რომ ადამიანი იყოს კონცენტრირებული.
  • ხელს უწყობს ცხიმის მასის შემცირებას და კუნთოვანი მასის უფრო წარმატებით დაგროვებას (რა თქმა უნდა თუ ვარჯიშობთ).
  • ამცირებს სტრესის დონეს.
  • ამცირებს სტიმულატორებზე დამოკიდებულებას (მაგალითად, კოფეინზე).
  • ამცირებს საფრთხეთა რისკს.
  • ამცირებს დეპრესიის რისკს.

გირჩევთ, რომ ჯანმრთელი ძილი გაიხადოთ თქვენი ცხოვრების მთავარ წესად. თუ ღამეში სამი საათი გძინავთ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ დიდხანს ვერ შეძლებთ ასე ცხოვრებას.

2. ილოცეთ და ყველაფერი კარგად იქნება

ახალგაღვიძებულმა და დასვენებუმა აუცილებლად დაუთმეთ დრო ლოცვას, თქვენი გონება მომართეთ დადებით ტალღაზე და აუცილებლად მიიღებთ ცხოვრებისგან ყველაფერს კარგს.

ადამიანი ანდამატია. როცა კმაყოფილი ხარ იმით, რაც გაქვს იზიდავთ კიდევ უფრო მეტ დადებითს და კარგს თქვენს ცხოვრებაში.

ქველმოქმედება გადამდებია. ის ყველაზე მთავარი ელემენტია და აუცილებელია წარმატების მისაღწევად.

3. ფიზიკური დატვირთვა

თუ გსურთ, რომ იყოთ ბედნიერი, ჯანმრთელი, პროდუქტიული აუცილებლად დაკავდით ვარჯიშით. ამ მიზნით ძალიან ბევრი ადამიანი მიმართავს სპორტულ დარბაზებს. აგრეთვე საუკეთესო საშუალებაა თქვენს ბაღში მიწასთან მუშაობა, რომელიც შეიძლება შთაგონებისა და განტვირთვის წყაროს წარმოადგენდეს.

4. უნდა აკეთოთ ის, რაც მოგწონთ. მთავარია იმოძრაოთ.

დადასტურებულია, რომ ვარჯიში ამცირებს დეპრესიას, შფოთვას, სტრესს და დიდ გავლენას ახდენს, თუ როგორ წარმატებულ კარიერას აიწყობთ.

5. მიიღეთ 30 გრ ცილა

რეკომენდებულია საუზმეზე მიიღოთ 30 გრ ცილა.  პროტეინებით გაჯერებული საუზმე დაგანაყრებთ, რადგან ასეთი საკვები ნელ-ნელა მიეწოდება კუჭს. ცილები უნარჩუნებს ორგანიზმს სისხლში შაქრის დონეს.

მიირთმევთ რა ცილებით მდიდარ საკვებს, დიდხანს იქნებით დაკმაყოფილებული და არ მოგიწევთ ნახშირწყლებით მდიდარი საკვების მიღება.

გირჩევთ, დილით მიიღოთ:

  • საკვები, რომელსაც მიირთმევთ დილით, უნდა შეიცავდეს 40% ცილას.
  • მიირთვის საუზმეზე 2-3 მოხარშული კვერცხი. ერთი კვერცხი შეიცავს 6 გრ ცილას.
  • თუ არ გიყვართ კვერცხი, შეგიძლიათ მიირთვათ ინდაურის ხორცი, ბეკონი, ღორის ხორცი, ყველი ან ძეხვი.
  • შეგიძლიათ გაიმზადოთ ცილით გაჯერევული კოქტეილი.
  • თუ მიეკუთნებით იმ ადამიანთა რიცხვს, ვინც არ იყენებს ხორცს, რძის ნაწარმს და კვერცხს, მაშინ მიირთვით თხილი, მწვანილი, ბურღულეული, პარკოსნები.

6. მიიღეთ ცივი წყლის შხაპი

ცივი წყლის შხაპი ხელს უწყობს არა მარტო ფიზიკურ ჯანმრთელობას, აგრეთვე ფსიქიკურსაც. თუ თქვენ რეგულარულად იღებთ ცივ შხაპს, დადებითად აისახება თქვენს იმუნურ, საჭმლის მომნელებელ, ლიმფურ და სისხლის მიმოქცევის სისტემაზე და აუმჯობესებს თქვენი ცხოვრების საერთო ხარისხს. ამ პრეცედურამ შეიძლება დააჩქაროს წონაში კლებაც, რადგან აჩქარებს მეტაბოლიზმის პროცესს.

2007 წელს ჩატარაებულმა კვლევებმმა ცხადყო, რომ დეპრესიაზე აბებზე ეფექტურად მოქმედებს ცივი წყლის შხაპი. ცივი წყალი ხელს უწყობს ჰორმონების გამომუშავებას, რომლებიც მოქმედებენ თქვენს განწყობაზე და თავს ბედნიერად გაგრძნობინებენ.

რა თქმა უნდა შხაპის მიღებამდე გიპყრობთ შიში, რადგან უნდა დადგეთ ყინულივით ცივი წყლის ქვეშ. შეიძლება დიდხანს არწმუნებდით თქვენს თავს, რომ ცივი წყლის შხაპს ხვალ მიიღებდით და ამჯობინებთ ცხელის-მიღება. მაგრამ საქმეს ნუ გაგადებთ, წარმოიდგინეთ, რომ თითქოს აუზში უნდა გადაეშვათ და შხაპის მიღება აღარ გაგიჭირდებათ.

6. გირჩევთ, ცივი წყალი ერთბაშად დაისხათ და რამდენიმე წამის შემდეგ ვეღარ იგრძნობთ სიცივეს.

დგახრთ ცივი წყლის ქვეშ და ნელ-ნელა იწყებთ დამშვიდებას, გიუმჯობესდებათ განწყობა, ივსებით შთაგონებით, გონება სავსეა იდეებით, იზრდება მოტივაცია, რათა მიაღწიოთ დასახულ მიზნებს.

7. მიიღეთ სასარგებლო ინფორმაცია

ყოველ დილით მოუსმინეთ სასარგებლო ინფორმაციას ან რეკომენდაციებს, რომლებიც დაგეხმარებათ სასიკეთოდ წარმართოთ თქვენი დღე.

8. გადახედეთ თქვენს მიზნებს

მიზნები დაყავით ორ კატეგორიად: გრძელვადიანი და მოკლევადიანი. თუ ყოველ დღე გადახედავთ თქვენს ჩამონათვალს, იფიქრებთ მათ განხორციელებაზე და აუცილებლად მიაღწევთ მიზანს.

მიზნის მიღწევა არის მეცნიერება. თუ კონკრეტულ გზას გაჰყვებით, აუცილებლად მიაღწევთ მიზანს, რაც არ უნდა გლობალური იყოს ის.

9. გადადგით ერთი ნაბიჯი გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად

დილით შეასრულეთ ყველაზე მნიშვნელოვანი დავალებები. თუ თქვენ არ გაითვალისწინებთ ამ რეკომენდაციას და საქმეს სახვალიოდ გადადებთ, შეიძლება დასახულ მიზანს ვერც მიაღწიოთ.

ამიტომ თქვენი დევიზი უნდა იყოს ის, რომ თავდაპირველად შეასრულოთ ყველაზე რთული დავალება. თუ თქვენ ყოველ დღე გადადგავთ ნაბიჯს დიდი მიზნებისკენ, მიხვდებით, რომ ისინი არც ისე რთული ყოფილა, როგორც გეჩვენებოდათ.

და ბოლოს

თუ გაითვალისწინებთ მოცემულ რჩევებს, გაიუმჯობესებთ ცხოვრებას, ბევრად უფრო კარგად შეასრულებთ დაკისრებულ მოვალეობებს, იქნებით ბედნიერი, თავდაჯერებული. აგრეთვე გირჩევთ, იყოთ გაბედული , შეგეძლოთ გარისკვა და თქვენი ცხოვრება ძალიან სწრაფად შეიცვლება.