როგორ ვებრძოლოთ გაცხიმოვნებას ნატურალური სანელებლით

ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ძირა (კვლიავი) წონის დასაკლები საუკეთესო საშუალებაა, რომელიც ასწრაფებს მეტაბოლიზმის პროცესს. ყველა ადამიანს განსხვავებული სისწრაფის მეტაბილიზმი აქვს. მეტაბოლიზმის დაბალი დონის შემთხვევაში წონაში დაკლება ძალიან ძნელია, მაგრამ არსებობს მეტაბოლიზმის ასასწრაფებელი რამდენიმე საშუალება, რომლებიც ამ პრობლემას მოგიგვარებთ.

სტატიაში შემოგთაზვაზებთ სანელებელს, რომელიც დაგეხმარებათ ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებაში. დაამატეთ თქვენი ყოველდღიური კვების რაციონს უძლიერესი, ბუნებრივი სამკურნალო საშუალება, მოიწესრიგეთ მეტაბოლიზმის დონე და გათავისუფლდით ზედმეტი კილოგრამებისგან.

ირანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის მონაწიილეები იღებდნენ ძირას. მიღებულმა შედეგმა დაამტკიცა, რომ ძირა წონის დასკლებად საოცრად ეფექტური საშუალება.

კვლევაში მონაწილეობას იღებდა 44 მძიმე წონის ქალბატონი. მონაწილენი გაყოფილი იყვნენ ორ ჯგუფად. სამი თვის განმავლობაში ყველა მონაწილე ერთნაირად მიირთმევდა ჯანსაღ საკვებს და იკვებებოდა სწორად. კალორიების დღიური ნორმა 500 არ აღემატებოდა. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ ერთი ჯგუფის წევრებს აძლევდნენ დღეში 140 გრ იოგურტში არეულ 3 გრ დაფქვილ ძირას, ხოლო მეორე ჯგუფს იგივე რაოდენობის იოგურტს აძლევდნენ, ოღონდ ძირის გარეშე.

კვლევამ გასაოცარი შედეგი აჩვენა. იმ ჯგუფის წევრებმა,  რომლებიც ძირას იღებდნენ გაცილებით მეტი დაიკლეს, ვიდრე მეორე ჯგუფის წევრებმა.

ძირა საოცრად ეფექტური საშუალებაა, რომლის წყალობითაც თავს დააღწევთ არასასურველ კილოგრამებს. ამ საოცარი სანელებლის შემადგენლობაში შედის ფიტოსტეროლი, რომელიც ამცირებს ქოლესტერინის დონეს.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევა, ნუ დააყოვნებთ, დაუყონებლივ დააიწყეთ ამ საოცარი ბუნებრივი საშუალების გამოყენება და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.