სახის კანის მოვლის მრავალი საშუალება სცადეთ ალბათ, მაგრამ კვლავ საუკეთესოს ძიებაში ხართ. გირჩევთ, აუცილებლად გამოიყენოთ ბუნებრივი და უძლიერესი საშუალება, რომელიც ქოქოსის ზეთისა და E ვიტამინის საფუძველზეა შექმნილი.
ქოქოსის ზეთი ანტიბაქტერიული და ანთების საწინღმდეგო პროდუქტია, რომელიც აუმჯობესებს E ვიტამინის შეწოვას. სწორედ, ამ თვისებათა წყალობით ის დადებითად მოქმედებს სახის კანზე. ქოქოსის ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ გამონაყარის, სტრიების, ასაკობრივი ლაქებისა და ნაოჭების მოსაშორებლად, აგრეთვე ჭრილობების მოსაშუშებლად.
ეს საოცარი პროდუქტი შეიძლება ითქვას, რომ აღმოჩენაა კოსმეტოლოგიაში.
ვიტამინი E აფერხებს დაბერების პროცესს, ამკვრივებს კანს, ანიჭებს სიგლუვესა და სინაზეს. E ვიტამინისა და ქოქოსის ზეთის კომბინაცია სახის კანის მოვლის საუკეთესო საშუალებაა.
შემოგთავზებთ კანის მოვლის უძლიერესი საშუალების რეცეპტს
საჭირო იგრედიენტები:
- ქოქოსის ზეთი 1 ს. კ.
- E ვიტამინი 1 კაფსულა
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- აიღეთ E ვიტამინის კაფსულა, გამოწურეთ, დაამატეთ ქოქოსის ზეთს და კარგად აურიეთ. მომზადებული ნაზავი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახეზე და შეიზილეთ. ნაოჭებისგან თავის დასაღწევად, პიგმენტური ლაქებისგან გასათავისუფლებლად პროცედურა ჩაიტარეთ დღეში 2-ჯერ.
- გამოიყენეთ უძლიერესი პროდუქტების კომბინაცია და მიანიჭეთ კანს მბზინვარება, სიგლუვე, სინაზე.
- ქოქოსის ზეთისა და E ვიტამინის კომბინაცია ეფექტურად მოქმედებს თვალების გარშემო კანზე წვრილი ნაოჭების მოსაშორებლად.
- აიღეთ 6 წილი ქოქოსის ზეთი და 1 წილი E ვიტამინი, აურიეთ და შეიზილეთ თვალების გარშემო დგილებზე, დააყოვნეთ 10 წუთი. ნარჩენები ჩამოიწმინდეთ ბაბმის ფირფიტით. პროცედურა ჩაიტარეთ ყოველ დღე და შეაფერხეთ დაბერების პროცესი, გათავისუფლდით წვრილი ნაოჭებისგან და შეიმცირეთ ღრმა ნაოჭები.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.