
სტატიაში შემოგთავაზებთ თაფლის ბაზაზე მომზადებული სამკურნალო სასმელის რეცეპტს. სასმელი მიიღეთ მშიერ კუჭზე და მოიგარეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.
გახსენით თაფლი წყალში, დაიწყეთ დილა ამ საოცარი სასმელით, რომელიც დაგეხმარებათ სტრესების, ჭარბი წონისა და თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ ბრძოლაში.
მთავარია, სამკურნალო სასმელი მოამზადოთ სწორად.
თაფლის შემადგენლობა დამოკიდებულია იმ მცენარეზე, რომლის ნექტარისგანაც არის მომზადებული. თაფლი მდიდარია მიკროელემენტებით, რკინით, კალიუმით, ფრუქტოზით, ვიტამინებითა და მინერალებით.
თაფლის 30%-იან ხსნარს ადამიანის ორგანიზმი სწრაფად და მარტივად შეიწოვს. მისი რეგულარულად გამოყენება ორგანიზმს ეხმარება:
- ტოქსინების გამოდევნაში
- არეგულირებს ნაწლავების ნორმალურად ფუნქციონირებას
- გაგათავისუფლებთ პარაზიტებისგან
- დაგამშვიდებთ სტრესულ მდგომარეობაში
- აუმჯობესებს გულსისლძარღვთა სისტემის მუშაობას
სასრგებლო თაფლიანი სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 1 ჩ. ჭ. გადაუდუღებელი გაფილტრული წყალი და 1 ს. კ. ნატურალური თაფლი. კარგად აურიეთ და ნარევი მიიღეთ უზმოზე, ჭამადე 15 წუთით ადრე. გემოსთვის შეგიძლიათ დაამატოთ ნახევარ ჩ. კ. ლიმონის წვენი.
როგორც ხედავთ, ნატურალურ სასმელს დიდი სარგებლობა მოაქვს ჩვენი ორგანიზმისთვის. თუ გსურთ გახდომა ან უბრალოდ გაიუმჯობესოთ ორგანიზმის საერთო მდგომარეობა, აუცილებლად მიიღეთ თაფლიანი წყალი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.