როგორ შევიმციროთ წნევა სახლის პირობებში, აბების მიღების გარეშე

მაღალი არტერიული წნევა არის იმ ადამიანთა რეგულარული თნამგზავრი, რომლებიც მუდმივ სტრესში ცხოვრობენ, იკვებებიან არაჯანსაღი საკვებით და ამავე დროს არარეგულარულად. დღესდღეობით გასაკვირი არ არის, რომ ჰიპერტენზია აღენიშნებათ ახალგაზრდებსაც.

სტატიაში შემოგთავაზებთ მაღალი არტერიული წნევის შესამცირებელ 5 მარტივ მანიპულაციას:

1. ცივი წყალი ფეხებისთვის

საშინაო პირობებში მაღალი არტერიული წნევის შესამცირებლად გამოიყენეთ ცივი წყალი. 1-2 წუთით ჩაყავით ფეხები ან ხელები ცივ წყალში, პროცედურის ბოლოს კი სახეზეც შეისხით.

2. ვაშლის ძმარი

ვაშლის ძმარი ეფექტური ბუნებრივი საშუალებაა, რომელიც საუკეთესო წნევის დამწევია და 25-35 ერთეულით ამცირებს. ვაშლის ძმრით გაჯერებული საფენები 15 წუთით დაიფინეთ ფეხის გულებზე.

3. პიტნის ჩაი

პიტნის ჩაი ერთ-ერთი საუკეთესო და ფართოდ გავრცელებული წნევის დამწევი საშუალებაა.

ჩ. ჭ მინერალური წყლის, 1 ჩ. კ. თაფლისა და ნახევარი ლიმონის წვენის ნარევი 20-30 წუთში 15-20 ერთეულით ამცირებს წნევას.

4. ცხელი წყალი ხელებისთვის

მაღალი არტერიული წნევის დამწევი საშუალებაა ცხელი წყლის აბაზანა ხელებისთვის. ჩაყავით ხელები 45 გრადუსი ტემპერატურის ცხელ წყალში და დააყოვნეთ 10 წუთით.

5. დასვენება

წნევის მკვეთრად აწევის დროს პირველ რიგში დაისვენეთ და შეეცადეთ 3 წუთის განმავლობაში ამოსუნთქვის დროს 8-10 წამით შეიკავოთ სუნთქვა. ეს მეთოდი უმოკლეს დროში 30 ერთეულით შეგიმცირებთ წნევას

წნევის აწევისას დალიეთ ვალერიანი და წამოწექით. არტერიული წნევის ხშირად აწევა შეიძლება გადაიზარდოს ჰიპერტენზიაში, ამიტომ კონსულტაციისთვის აუცილებლად  მიმართეთ ექიმს.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.